ბორჯღალოსნები

0:50 | 2.11.2018 | ნანახია 7588 - ჯერ

“ბრძოლაში ბედნიერნი”
მილტონ ჰეიგის ემოციური მიმართვა იტალიასთან მატჩის წინ

იტალიის ნაკრებთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, საქართველოს რაგბის კავშირმა “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელის მილტონ ჰეიგის ემოციური მიმართვა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეები პრინციპულ მეტოქეს 10 ნოემბერს ფლორენციაში დაუპირისპირდებიან, გუნდში არსებულ შემართებას კი ჰეიგის სიტყვები, ალბათ, საუკეთესოდ ასახავს.
“გუნდში ბევრი ტრავმის გათვალისწინებით, ხალხი ალბათ, იტყვის, რომ იტალიასთან ფავორიტები არ ვართ, რაც პრინციპში სიმართლეა. არაფავორიტის როლში ყოფნა ფიზიკური და მენტალური კუთხით ქართველებისთვის ზედგამოჭრილია.
საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მტრის შემოსევებთან უწევდა გამკლავება. ადრეც არაერთხელ მითქვამს, ქართველები ერთ დღეს ვენახს უვლიდნენ, ხოლო მეორე დღეს სამშობლოს დაცვა უწევდათ. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა.
მსმენია ფრანგი მოგზაურის ჟაკ დე ვილამონის შესახებ, რომელიც მე-16 საუკუნეში იერუსალიმში გადაყრია ქართველებს. მისი გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ თუ ქართველი არ იბრძოდა, ის უხასიათოდ იყო, ხოლო თუ მას ხმალამოღებულს უწევდა ხალხის და მიწის დაცვა, თითქოს ბუნებრივად ბედნიერი ხდებოდა.
ამ ამბიდან გამომდინარე გამონათქვამი – “ბრძოლაში ბედნიერი”, ნამდვილად გვიხდება და ეს მომავალ მატჩში გაგვაძლიერებს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს გამონათქვამი ჩვენს მენტალობას უხდება, რადგან როდესაც კუთხეში მიგვიმწყვდევდნენ და როდესაც რაღაც ძვირფასისთვის გვიწევდა ბრძოლა, ამ დროს ვხდებით ყველაზე ძლიერები და ბედნიერები. ჩვენთვის ეს არც დაბრკოლებაა და არც პრობლემა. მე ამას ჩვენს უპირატესობად ვთვლი.
აი, მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები!”.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:43 | 05.11.2018
ilarioni (138)

რამდენიმე საინტერესო რამ მოხდა გასულ უქმეებზე. იაპონიის თამაში ნამდვილად პირველ რიგში აღნიშვნის ღირსია. მარტო ამ თამაშიდანაც კარგად ჩანს, როგორ ემზადება იაპონია მსოფლიო ჩემპიონატისთვის და უკვე ორი წელია ყველა თამაშს მსოფლიოს ფარგლებში განიხილვას და მსოფლიოსთვის მოსამზადებლად იყენებს, ოღონდ განსხვავებით ჩვენგან რეალურად იყენებს, ხვეწს ტექნიკას, ტაქტიკას ეჩვევა დიდ გუნდებთან ტოლ-სწორად თამაშს. და რაც ყველაზე საინტერესოა აქცენტი დასმულია სწრაფ თამაშზე. არასდროს თამაშს არ კეტავს. ეს არის რაგბის მომავალი. ამის წყალობით თამაშიდან თამაშამდე იხვეწება. განსხვავებით ჩვენგან. ჩვენ შემთხვევაში ნამდვილად ვერ იტყვის კაცი, რომ მიუხედავად 3 წლის წინ დეკლარირებული უკვე მომოვალი მსოფლიოსთვის მომზადებისა ეს გუნდის თამაშიდან არ ჩანს. ეგ კი არა მართალი გითხრათ წარმოდგენა არ მაქვს რა თამაშს თამაშობს რეალურად ჩვენი გუნდი. ყველა, ბოლო დროს აღზევებული გუნდები თუნდაც იტალია, არგენტინა, იაპონია აქცენტს აკეთებენ სწრაფ თამაშზე, მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს თუნდაც პირველი ორი თავისი შერკინების სიძლიერით იყო განთქმული. ბუნებრივია ეს მსხვერპლს მოითხოვს, შეიძლება თამაშები წააგო, მაგრამ ეს არის განვითარების სწორი გზა. მერწმუნეთ იტალიამაც, რომ ჩაკეტოს ხოლმე თამაშები ექვს ერის სხვა გუნდებთან, შეიძლება ბევრად უკეთესი სტატისტიკა ჰქონდეს, ჩვენც ხომ ახლოს ვიყავით ჩვენი ჩაკეტილი თამაშით უელსის წინააღმდეგ გამარჯვებასთან, განა ეს იტალიას არ შეუძლია, მაგრამ ასე არ იქცევა. ჩვენ კიდევ ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით და სამწუხაროდ ამას ბოლო არ უჩანს. რა აზრი აქვს გინდაც ახალგაზრდული ნაკრებებიდან მიღებულ შევსებას, რომლებიც უფრო გაშლილ რაგბს თამაშობენ, თუკი მათ ეროვნულში მწვრთნელი სხვა დავალებას მისცემს. გუშინ ობოლაძესთან იყო გოჩა სვანიძე და ერთი სიტყვა არ დასცდენია ქართული კლუბების ევროთასებში ჩართვაზე ან თუნდაც ქართულ ფრანჩიზაზე. ეს თუ არ მოხდა არაფერი გვეშველება. მართალი გითხრათ დავიღალე რუსეთის წინააღმდეგ თამაშებით. ეს ჩვენ გვაძლევს ნულს.

კიდევ საინტერესო იყო მაორების თამაში შტატებთან, რაც ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. უძლიერესი გუნდია ეს მაორები. არანაკლები ზელანდიის პირველ ნაკრებზე. ნუთუ ჰეიგს არ შეუძლია გამოიყენოს საკუთარი წარმომავლობა და კონტაქტები და ეს მაორები მაინც ჩამოიყვანოს ჩვენთან?

გარდა ამისა პირდაპირ სასწაულია, როგორ უცბად გამოდიან გუნდები კრიზისული სიტუაციიდან მაგ. იგივე სამხრეთ აფრიკა,თუნდაც შოტლანდია, რომლებსაც სულ რამდენიმე წლის წინ უჭირდათ ახლა კი სულ სხვა გუნდებია. იმიტომ, რომ კარგი შევსება მოსდით.

ისე ამ რაგბის სტადიონის ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ გულშემატკივრები, რომ გავაქტიურდეთ ცოტა არ შეიძლება? ჯერ მიშა მესხი რა არის, გულის ამრევი ტრიბუნები აქვს და სტადიონიც ეგეთია, ინფრასტრუქტურა მაქვს მხედველობაში. მანდ საერთოდ თამაში არც უნდა იმართებოდეს. დინამო არენა კიდევ ჭოგრიტი გჭირდება კაცს რამე რომ დაინახო. მე საყურებლად და კომფორტის თვალსაზრისით ავჭალა მირჩევნია ორივეს, მაგრამ ასეთი თამაშების ავჭალაში გამართვა, ნამდვილად ვერ წაადგება რაგბის პოპულარიზაციას.

ამიტომ მოვითხოვოთ, რომ ხელისუფლებამ ააშენოს ერთი 20 000 - 30 000-იანი სარაგბო სტადიონი ამ არჩევნებში ფულების ფლანგვის და ხან ერთი ტუტუცის და ხან მეორე ტუტუცის შემოტენვის ნაცვლად, დავიღალე უკვე ამათი ყურებით. მოვითხოვოთ, რომ ჩვენივე ფული გვირჩევნია ჩაიდოს რაგბში და არა ერთი იდიოტის მეორე იდიოტით ჩანაცვლების პოლიტიკაში.

12:48 | 06.11.2018
გიორგი16 (34)

ბევრი ნიუანსია ძალიან რომელსაც უნდა შევეხო,
1. ზელანდია მესამე გუნდით იყო იაპონიასთან
2. მითხარი გუდნი რომელმაც ზელანდიას დაუდო 5 ლელო
3. იტალიამ "ლიჟბი" ერთი თამაში მოიგოს 6 ერში და სულ ჩაკეტავდა თამაშს მაგრამ იღლებიან ვეღად უძლებენ და დიდი წნეხს და თავიდან 20–25 წუთი ყველას კარგად ეთამაშება მერე აგებენ ბოლოს 20 წუთში განსაკუთრებულად თორე არასოდეს არ გახნიან თამაშს.
4. ჩვენი კოზირი არის შერკინება მხოლოდ შერკინება, არა და ჩვენ რო აუტში კარგად ვთამშობდეთ და მოლს კარგად ვაყენებდეთ დამიჯერე იტალიასაც მოუგებ და იაპონიასაც, უბრალოდ ბევრ აუტს ვაგებთ და მოლის დაყენება კიდე ძლიერ გუნდებთან გვიჭირს.
5...

17:27 | 05.11.2018
GiorgiG83 (525)

ბევრი სწორი აქცენტის მიუხედავად ბევრი ფაქტს და რეალობას აცდენილი საკითხი წამოგიჭრია

16:23 | 04.11.2018
dinamo222 (692)

ჩილაჩავაზე ხმალაძეზე და კაჭარავაზე რა ისმის მწყობრში არიან თუ დამტვრეულები ? სხვადასხვანაირი ამბები ვრცელდება და ვერაფერი ვერ გავიგე რა ხდება

10:38 | 05.11.2018
GiorgiG83 (525)

ჩილამ გუშინ ითამაშა რასინგ 92 ის წინააღმდეგ, კაჭარავა ნოემბერს დაივიწყე და ხმალაძე როგორც ვიცი მწყობრშია

16:08 | 04.11.2018
dinamo222 (692)

ძალიან ცუდ სიტუაციაში ვხვდებით იტალიათან თამაშს ამდენი ტრავმირებული თქანაც ძირითადი ბოლოს როდის გვყვავდა არც მახსოვს ამას დავუმატოთ რომ 6 ერის და მსოფლიო რაგბის მამებისგან დარიგებული მსაჯები ნაღდად იტალიელებისკენ იქნებიან @ არადა ეს თამაში მართლაც ისტორიულია და ძალიან ბევრი რამის გადამწყვეტია ! საკმარისია წავაგოთ იტალიასთან და საბოლოოდ თუ არა სულ ცოტა 10-15 წლით გამოვემშვიდობებით 6 ერზე ოცნებას !

10:37 | 05.11.2018
GiorgiG83 (525)

სამოასთან, 23 ში - იქაც ასე 5-6 კაცი გავკლდა

15:37 | 04.11.2018
გუგა80 (177)

მატჩამდე იაპონიაზე ვთქვი, 6 წელში იაპონიის 4 ერზე დამატება რეალურია მეთქი და აჰა! ესე აგიხსეს ყველაფერი! 31:69 წააგო ზელანდიასთან. 5(!!!) ლელო დაუდო ზელანდიას!!!

სამაგიეროდ ირლანდიამ მოს.დღშვტ.ნა იტალია 54-7

სპაგეტი კინდა ვახშმად 10ში საღამოს!!!!

12:32 | 06.11.2018
გიორგი16 (34)

ზელანდიას მესამე შემადგენლობა ყავდა, ისე შემადგენლობა სუპერ რაგბიშიც რომ არ თამაშობენ, ჩვენ ამდენ ქულას ნამდვილად ვერ გაგვიკეთებდა ეს ზელანდია მანდვილად, მაგრამ ჩვენ რამდენ ქულას გავუკეთებდით ეგეც საკითხავია, იტალიაც და ირლანდიაც მეორე გუნდებით იყო წადმოდგენილი უფრო იტალია და რაც მოხდა ყველამ დაინახეთ, ასე რომ იმაზე საუაბრი რომ ზელანდიას იაპონიამ 5 ლელო დაუდო გადაჭარბებულია ჩემი აზრით, გამახსენეთ ზელანდიისთვის ვის აქვს 5 ან უფრო მეტი ლელო დადებული მაინტერსებს

16:09 | 04.11.2018
dinamo222 (692)

და 31-69 საპატიო ანგარიშია ? DD

10:39 | 05.11.2018
GiorgiG83 (525)

და არ არის?
31 ქულა გაუკეთო მსოფლიოს ზედიზედ ბოლო ორ ჩემპიონს (და არც ლელოები დააკლო)

21:41 | 04.11.2018
გუგა80 (177)

38:0 რომ წაეგო, გარკვეულწილად ეგეც არ იქნებოდა კატასტროფა, და იმ ფონზე რომ 5 ლელო დაუდო, კი, ძალიან საპატიო ანგარიშია!
რაღაც ვერ ვიხსენებ მეორე დონის გუნდს, რომელმაც 5 ლელო დაუდო ზელანდიას.

20:45 | 02.11.2018
kobaSP (45)

ჯერ მარტო ის რად ღირს, როცა მწვრთნელი საქართველოს სახელით საუბრობს! საუბრობს ასე გულიანად და ასე სულისშემძვრელად! სწორედაც რომ, ბრძოლაში ვართ ბედნიერებიც და ძლიერებიც! ღმერთმა დაგლოცოთ!

18:21 | 02.11.2018
ოვალური კორბენი (276)

ტაქტიკურ-პათეტიკური ჰეიგი

14:38 | 02.11.2018
ICEMAN (162)

რეალურად ჩვენ დღეს ვართ იგივე დონეზე რა დონეზეც ვიყავით ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, უბრალოდ ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მერე და განსაკუთრებით ორი წლის წინ კუნძულებზე ნაჩვენები კარგი შედეგების გამო იყო არასწორი მოლოდინი რომ ჩვენ უკვე 1 ერის გუნდების დონეზე ვართ. რეალურად 2 წლის წინ კუნძულელები მაგარი შესუსტებული შემადგენლობებით გვეთამაშნენ და იმიტომ მოვუგეთ. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მე მაინც დადებითად ვაფასებ ჰეიგს რადგან მსოფლიოს შემდეგ დაგვტოვეს გორგოძემ და ზირაქიშვილმა რაც ნებისმიერ გუნდს დაასუსტებდა თუმცა როგორც ავღნიშნე ჩვენ მას შემდეგ არ გავძლიერებულვართ და ეს უბრალოდ ილუზია იყო თუმცა არც დავსუსტებულვართ და ეს უკვე პროგრესს ნიშნავს.

14:41 | 02.11.2018
ICEMAN (162)

და ისიც გავიხსენოთ რომ იგივე ტონგასთან მოგება მსოფლიოზე გარკვეულწილად მოულოდნელობა იყო ანუ მაშინ ვიყავით მეორე დონის გუნდებიდან ერთ ერთი უსუსტესი, დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა რომ იგივე ტონგასთან ჩვენი შანსები მინიმუმ თანაბარია ანუ მეორე დონის გუნდებში ერთ ერთი მოწინავე ვართ თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ პირველ დონეს ვუთანაბრდებით.

14:43 | 02.11.2018
ICEMAN (162)

ჩემი აზრით მეორე დონიდან იაპონია, ფიჯი და სამოა ჯერ კიდევ ჩვენზე ოდნავ უკეთესები არიან, თუმცა უკან მოვიტოვეთ ტონგა, კანადა და აშშ რომლებიც რამდენიმე წლის წინ ჩვენზე უკეთესები იყვნენ

11:31 | 02.11.2018
buratino (480)

პირველ რიგში, დიდი მადლობა მილტონს (მელიტონას) ასეთი საბრძოლო-საამაყო განწყობის შექმნისთვის. დასაფასებელია რომ ეს ადამიანი ჩვენს ისტორიას ასე კარგად იცნობს და თავს სანახევროდ ქართველად თვლის. თუმცა, აქვე ვიტყვი რომ ბევრი მიზეზის გამო, ამჟამად არსებული რეალობა "იკბინება". სწორედ ამიტომ, თამაშამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს გუნდმაც და სამწვრთნელო შტაბმა რათა ჩვენ ყველამ გავიხაროთ მომავალ შაბათს!

11:22 | 02.11.2018
პანტელეიმონი (1218)

მეორე შემთხვევა არ მახსოვს უცხოელი (მით უმეტეს მწვრთნელი) ასე ღრმად გარკვეულიყოს ქართულ მენტალიტეტში, ბრავო მილტონ ჰეიგ ! ! !

09:39 | 02.11.2018
Torres9 (48)

გამაჟრიალა,გენაცვალე...

01:40 | 02.11.2018
test (124)

ვინც ამ კაცის დათხოვნაზე ხმას იღებს შიგა და შიგ, ყველა მაგარი არიფია, ჩვენ ჩვენ სიტყვას ვიტყვით და ჰეიგი იქნება ამის შემოქმედი!!!

01:13 | 02.11.2018
UXxUCES (3)

Aii amitom momcons es kaci icis Ra dros Ra unda tqvas icis raaris qartvelistvis motivacia da es kaci chvens mglebs uxvad adzlevs scored imas rac mat schirdebit..... Romi unda avigot da amistvis yvelaferi unda gavqketot brdzola sisxlis bolo cvetamde carmatebebi chvens mglebs rtuli iqneba magram Ara sheidzleboda......

0.090087