ბორჯღალოსნები

13:00 | 1.11.2018 | ნანახია 1571 - ჯერ

“ბორჯღალოსანთა” მზადება საფრანგეთში

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური პირველ ფოტოებს ავრცელებს საფრანგეთიდან, სადაც “ბორჯღალოსნები” ნოემბრის ტესტებისთვის მზადებას გადიან.
შეგახსენებთ, რომ მომავალი ბატალიებისთვის ქართველი მორაგბეები 34-კაციანი შემადგენლობით ემზადებიან. მილტონ ჰეიგი შეგირდები საფრანგეთიდან გეზს იტალიისკენ აიღებენ და 10 ნოემბერს ფლორენციაში, იტალიას გაეჯიბრებიან.
“ბორჯღალოსნებს” შემოდგომის მომდევნო 2 ტესტი თბილისში ელით. საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს ავჭალის სტადიონზე სამოას დაუხვდება, 24-ში კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტონგას უმასპინძლებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:57 | 01.11.2018
GiorgiG83 (525)

სურათებზე ბექა არ ვარჯიშობს, რაშია საქმე?

16:19 | 01.11.2018
ddimitri (22)

იტალიამ გამოაცხადა გუნდის შემადგენლობა რომელიც შაბათს ითამაშებს ირლანდიის წინააღმდეგ. როგორც გავიგე ფაქტიურად ორი გუნდი არის შეკრებილი , ერთი გაემგავრა ირლანდიასთან სათამაშოდ და მეორე ნაწილი კაპიტანის თამადობით დარჩა იტალიაში და ემზადება ჩვენთან შესახვედრად. ალბათ ჩვენთან სულ სხვა შემადგენლობით ითამაშებენ.
ეს გუნდი გაემგზავრა ჩიკაგოში ირლანდიელბთან სათამაშოდ:

Questa la formazione scelta da O’Shea per il test-match di Chicago:

15 Luca SPERANDIO (Benetton Rugby, 2 caps)*
14 Mattia BELLINI (Zebre Rugby Club, 14 caps)*
13 Michele CAMPAGNARO (Exeter Chiefs, 34 caps)* - capitano
12 Luca MORISI (Benetton Rugby, 16 caps)*
11 Giulio BISEGNI (Zebre Rugby Club, 10 caps)
10 Carlo CANNA (Zebre Rugby Club, 29 caps)
9 Tito TEBALDI (Benetton Rugby, 25 caps)
8 Renato GIAMMARIOLI (Zebre Rugby Club, 2 caps)*
7 Abraham STEYN (Benetton Rugby, 21 caps)
6 Johan MEYER (Zebre Rugby Club, esordiente)
5 George Fabio BIAGI (Zebre Rugby Club, 22 caps)
4 Marco FUSER (Benetton Rugby, 29 caps)*
3 Tiziano PASQUALI (Benetton Rugby, 9 caps)
2 Luca BIGI (Benetton Rugby, 11 caps)
1 Nicola QUAGLIO (Benetton Rugby, 7 caps)*

a disposizione
16 Oliviero FABIANI (Zebre Rugby Club, 6 caps)
17 Cherif TRAORE’ (Benetton Rugby, 1 cap)*
18 Giosuè ZILOCCHI (Zebre Rugby Club, 2 caps)*
19 Marco LAZZARONI (Benetton Rugby, 2 caps)*
20 Federico RUZZA (Benetton Rugby, 6 caps)*
21 Jimmy TUIVAITI (Zebre Rugby Club, esordiente)
22 Guglielmo PALAZZANI (Zebre Rugby Club, 24 caps)
23 Ian MCKINLEY (Benetton Rugby, 3 caps)

20:00 | 01.11.2018
GiorgiG83 (525)

FUSER , BIAGI , STEYN , CANNA , CAMPAGNARO , BELLINI ესენი ჩვენთან უეჭველი იქნებაინ - უკეთესები არ ჰყავთ და...

13:34 | 01.11.2018
buratino (480)

ო, როგორ გვჭირდება იტალიაში გამარჯვება და როგორი ძნელია ახლა ამის გაკეთება! არადა, არის მატჩები, რომლებიც ფსიქოლოგიურად ძალიან გადამწყვეტ როლს თამაშობენ და ეს მატჩი სწორედ იმათგანია. ბოლო დროს ხომ ცოტაოდენ თითქოს პესიმიზმი შეგვეპარა რაგბის ქომაგთ, განსაკუთრებით იაპონიასთან ძალიან სუსტად ჩატარებული ტესტ-მატჩის შემდგომ. იტალიის ნაკრებთან მოგებით კი ახალი ისტორია დაიწერება, ახალი სული შთაიბერება მომავალი დიდი გამარჯვებების რწმენაში.
ძალიან გაგვიჭირდება მოგება, მაგრამ უკვე ვგრძნობ როგორ სწრაფად გაირბენს თამაშისთვის განკუთვნილი დრო და მორაგბეებთან ერთად რამდენ ოფლს მოვიდენთ გულშემატკივარნიც.
გამარჯვებას გისურვებთ, ქართველებო!

0.097807