ლეგიონერები

18:00 | 30.10.2018 | ნანახია 1739 - ჯერ

გიგაშვილი ტურის სიმბოლურში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალწვეული – ფრანგული “გრენობლის” ბურჯი ბექა გიგაშვილი ტოპ 14-ს მე-8 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში გრენობლელები სტუმრად “აჟენს” დაუზავდნენ (9:9), გიგაშვილი კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე ადგილი დუდუ ქუბრიაშვილს დაუთმო.
“გრენობლს” სატურნირო ცხრილში 12 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 3 ნოემბერს, შინ, “კლერმონთან” გამართავს.
შეგახსენებთ, რომ როგორც გიგაშვილი, ასევე ქუბრიაშვილი ნოემბრის ტესტებისთვის “ბორჯღალოსანთა” რიგებში არიან გამოძახებულნი. თუკი დუდუს ეროვნულ გუნდში 45 მატჩი აქვს ჩატარებული, ბექა ნაკრების მაისურს პირველად მოირგებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:17 | 30.10.2018
dominici99 (94)

Warmatebebi. Magari bichia zaan. Travmam sheushala xeli, magram ara ushavs, yvelaperi winaa

0.134106