9-10 აგვისტოს, ბათუმში, კომპლექს “მაგნოლიას“ წინ მდებარე ქვიშის რაგბის სტადიონზე ჩატარდება ქვიშის რაგბის საერთაშორისო ტურნირი, მოყვარულთა და პროფესიონალთა შორის. შეჯიბრებაში მოყვარულთა შორის მონაწილეობას მიიღებს 10 გუნდი, მათ შორის – ბრიტანელი “ბულდოგები”. პროფესიონალთა შორის კი 8 გუდი ითამაშებს.
ტურნირის ორგანიზატორები არიან: ბათუმის მერია, საქართველოს რაგბის კავშირი, აჭარის ქვიშის რაგბის კავშირი და საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირი. ტურნირის მხარდამჭერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ტურნირთან დაკავშირებით 6 აგვისტოს სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.
ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ასათიანმა და ტურნირის ორგანიზატორმა ზურაბ დუგლაძემ. ფესტივალის სტუმრები იქნებიან ტოტალ რუგბყ-ის და სკყსპორტ-ის ჟურნალისტები. ფესტივალში მონაწილეობს უმაღლესი ლიგის და მოყვარულთა გუნდები.
მოყვარულები
1. პრიტანელი ბულდოგები
2. ეროვნული-ბანკი
3. რესპუბლიკა-ბანკი
4. სპორტის დეპარტამენტი
5. დევები
6. საქართველოს ბანკი
7. აკვა-ლაინი
8. მეკობრეები
9. პროკრედიტ-ბანკი
10. VTB ბანკ
პროფესიონალები
1. ქუთაისი
2. ყოჩები
3. ლოკომოტივი
4. TBC
5. ჯარი
6. აკადემია
7.
8. ფოთი
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია