“ბლედისლოუს თასის” 2018 წლის გათამაშება ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სრული ტრიუმფით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ “ოლ ბლექსმა” აგვისტოში ავსტრალიას სტუმრად – 38:13, შინ კი 40:12 სძლია.
“ვოლაბებს” მცირე რევანშის შანსი დასკვნით მე-3 მატჩში ჰქონდათ, როდესაც პრინციპულ მეტოქეს იაპონიის ქალაქ იოკოჰამას “ნისან სთედიუმზე” გაეჯიბრნენ, თუმცა, ამ შემთხვევაშიც მარცხი განიცადეს.
გუნდებმა აზიელ მაყურებელს ჩინებული სანახაობა შესთავაზეს. გუნდებს ტემპი 80 წუთის განმავლობაში არ დაუგდიათ, შედეგი კი ძველებური იყო: ზელანდიელებმა ამჯერად 37:20 იმარჯვეს.
შეხვედრის საუკეთესო მორაგბე “ოლ ბლექსის” მგეზავი ბიოდენ ბარეტი გახდა, რომელმაც 17 ქულა (ლელო, 3 გარდასახვა, 2 ჯარიმა) მიითვალა.
ავსტრალია – ახალი ზელანდია 20:37 (10:17)
ლელო: ნაივალუ (39), ფოლაუ (76) – სკუაირი (12), რიდი (36), ბ.ბარეტი (59), სმითი (70), იოანე (78).
გარდასახვა: ფოლი (40, 77) – ბ.ბარეტი (13, 37, 60).
ჯარიმა: ბილი (21, 47) – ბ.ბარეტი (25, 53).
სინბინი: ლატუ (67)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია