ბორჯღალოსნები

1:11 | 27.10.2018 | ნანახია 1413 - ჯერ

"ბორჯღალოსნებს" პრემიერ-მინისტრი ეწვია

საფრანგეთში, შეკრებაზე გამგზავრებამდე, ბორჯღალოსნებს შევარდენზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეწვია და იტალიასთან ფლორენციაში, 10 ნოემბერს გასამართ ტესტ-მატჩში წარმატებები უსურვა.

მთლიანობაში, პარასკევი დღე ჩვენი ბიჭებისთვის დატვირთული აღმოჩნდა. დილის ვარჯიშის შემდეგ მათ სრკ-ს პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და გამგეობის წევრები შეხვდნენ. მათ ბორჯღალოსნებს ქვეყნისათვის ჩვენი ნაკრების და ზოგადად რაგბის წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

16 საათზე „შევარდენზე“ პრემიერ-მინისტრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოჩნდნენ. შეხვედრა მოედანზე შედგა და თავდაპირველად მორაგბეებს და მწვრთნელებს მამუკა ბახტაძემ მიმართა.

„რაგბი გუნდური თამაშის საუკეთესო მაგალითი და იმის სიმბოლოა, რომ თუ ერთად დავდგებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ – ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მთავარი ღირებულება, რაც რაგბს აქვს“ - თქვა ბახტაძემ და ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბევრმა თქვენგანმა ალბათ იცის, რომ რაგბს გარკვეული პერიოდით მეც ვთამაშობდი და ძალიან კარგად ვიცი რა განცდაა, როდესაც შენს მეგობართან ერთად ცდილობ ლელოს დადებას. ეს განსხვავებული ემოციაა და ვისურვებდი, რომ ასეთი გუნდურები არა მხოლოდ სპორტში, არამედ სხვა სფეროშიც ვყოფილიყავით.

„მიხარია, რომ სარაგბო ინფრასტრუქტურა ვითარდება და თამაშში ბევრი ბავშვია ჩართული. ჩვენც აქტიურად ვეხმარებით რაგბის კავშირს, ფონდი „ქართუ“ უზარმაზარ საქმეს აკეთებს, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით. აუცილებელია რაგბის მეტი პოპულარიზაცია, დამატებითი ინფრასტრუქტურა და მეტი გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ამ გამარჯვებებს მოვიპოვებთ“.

თავის მხრივ გოჩა სვანიძემ აღნიშნა, რომ კავშირი მუდამ გრძნობდა და გრძნობს სახელმწიფოსგან მხარდაჭერას, მილთონ ჰეიგმა და მერაბ შარიქაძემ კი, სტუმრებს გულთბილი მადლობა გადაუხადეს.

www.rugby.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:28 | 28.10.2018
qomagi (248)

მთავრობას მარტო არჩევნებზე და პიარის პონტში რომ ახსენდება რაგბი, სად არის დაპირებული სარაგბო 30 000 სტადიონი ან სად არის ის 20 სტადიონი, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის რომ უნდა აშენებულიყო? ხომ შეჭამეს და ჩაიჯიბეს ის ფული და წესიერ დაფინანსებასაც არ აძლევენ რაგბის კავშირს, მარტო ბაქიბუქი და ცარიელი სიტყვები. გაა...ვით რა

15:52 | 27.10.2018
პანტელეიმონი (1218)

მართალია, გორის სარაგბო სტადიონის გარდა მინდვრები ყველგან საშინელ დღეშია ! ! !

ალბათ ფინანსურად შეუძლებელია ყველა სტადიონს მინდვრის მოვლის ტექნიკური საშუალება ქონდეს, მაგრამ იქნებ რაგბის კავშირმა თავისთან შექმნას ერთი მობილური ჯგუფი რომელსაც ექნება ყველა აგრონომიულ - ტექნიკური მინდვრების მოვლის საშუალება ! ! !

მადლობა "ქართუს" იმისთვის რაც გაუკეთებია და აკეთებს ქართული რაგბისთვის, მაგრამ მადლს მარილი უნდა დააყაროს და უნდა დაეხმაროს რაგბის კავშირს ასეთი მობილური ჯგუფის ჩამოყალიბებაში, თორემ მალე ბევრ სარაგბო სტადიონზე თამაში შეუძლებელი იქნება ! ! !

11:52 | 27.10.2018
beeq.777 (63)

გაიკრას ჯიბეზე ხელი მთავრობამ მარტო ვიზიტი და დათვალიერება არშველის საქმეს.

0.082063