ნოემბრის ტესტებისთვის საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ჯერ არ დასახელებულა, თუმცა, გარკვეული ფაქტები უკვე ცნობილი ხდება.
კრასნოიარსკის “კრასნი იარის” ვებგვერდის ცნობით, “ბორჯღალოსანთა” რიგებში გამოძახება მიიღეს რუსული გუნდის ქართველმა ლეგიონერებმა – გიორგი ფრუიძემა და ლაშა მალაღურაძემ.
ცნობისთვის, ფრუიძეს ეროვნულ ნაკრებში 3 ლელო აქვს დადებული, მალაღურაძის აქტივში კი 184 ქულაა (4 ლელო, 40 გარდასახვა, 25 ჯარიმა, 3 არეკნი).
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” შემოდგომაზე 3 ტესტი ელით: 10 ნოემბერს – ფლორენციაში, იტალიასთან, 17-სა და 24-ში კი, თბილისში, სამოასთანა და ტონგასთან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები