დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში რაგბის თემაზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო საგაისო მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობას და 2017
მინისტრის ლევან ყიფიანის გარდა საქმიან შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია და თამაზ თევზაძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ გაჩეჩილაძე, თბილისის მერიის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები.
სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა 25 აგვისტოს გაიმართება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია