ლეგიონერები

23:53 | 18.10.2018 | ნანახია 2275 - ჯერ

მამუკაშვილის დებიუტი საფრანგეთში შედგება

საქართველოს ნაკრების მორაგბე შალვა მამუკაშვილი, რომელიც თბილისის “ლოკომოტივიდან” რუსულ “ენისეიში” გადაბარგდა და კრასნოიარსკელებს ევროთასების ბატალიებში დაეხმარება, სადებიუტო შეხვედრას 19 ოქტომბერს ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ “ენისეი” “ჩელენჯ ქაფზე” ასპარეზობს და პირველ ტურში “ლა როშელთან” 21:82 განადგურდა, ხვალ კი, ფრანგულ გუნდს უკვე სტუმრად, “მარსელ დეფლანდრზე” გაეჯიბრება.
28 წლის მამუკაშვილი, რომელსაც კარიერაში “ყოჩების”, “არმიას”, “სეილ შარქსის”, “გლაზგო უორიორსის”, “მონპელიეს”, “ტულონის”, “კარკასონისა” და “ლოკომოტივის” ღირსება დაუცავს, მომავალ შეხვედრაში მარქაფაში იქნება.
სათქმელია ისიც, რომ “ენისეის” რიგებში სასტარტო თხუთმეტეულში ვიხილავთ მიხეილ გაჩეჩილაძეს, რომელიც გასულ მატჩში ერთ-ერთ საუკეთესო იყო და ლელოს დადებაც მოახერხა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076794