ლეგიონერები

18:03 | 15.10.2018 | ნანახია 1450 - ჯერ

სუთიაშვილი სიმბოლურ ნაკრებში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეორეხაზელი შალვა სუთიაშვილი საფრანგეთის პრო დ2-ს მე-8 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
გასულ ტურში სუთიაშვილის “ანგულემი” “ვანს” დაუხვდა და 42:12 სძლია, ქართველი ლეგიონერი კი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და იმ 67 წუთის განმავლობაში, როდესაც მინდორზე გახლდათ, მასპინძლებს დიდი სარგებელი მოუტანა.
34 წლის სუთიაშვილი საუკეთესო თხუთმეტეულში “მიდი ოლიმპიკმა” დაასახელა.
ცნობისთვის, შალვას კლუბს 8 ტურის თავზე 23 ქულით მე-6 ადგილი უკავია, თუმცა, ლიდერ “მონ-დე-მარსანს” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. “ანგულემი” მომდევნო მატჩს 28 ოქტომბერს, სტუმრად, “ბაიონთან” გამართავს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:20 | 16.10.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

0.117888