ქართველი ლეგიონერები

18:33 | 14.10.2018 | ნანახია 1091 - ჯერ

ბრეგვაძე მომავალ სეზონშიც “სანვულვსში” ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ იაპონურ “სანვულვსთან” კონტრაქტი კიდევ 1 წლით გააგრძელა და მომავალ სეზონსაც სუპერრაგბში გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის “ბორჯღალოსანი” იაპონურ კლუბს გასულ სეზონში შეუერთდა და პირველი ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც სუპერრაგბში ითამაშა.
ბრეგვაძე საქართველოში თბილისის “ყოჩების” ღირსებას იცავდა, შემდეგ კი, ფრანგულ “ტულუზაში”, ინგლისურ “ვუსტერსა” და რუსულ “კრასნი იარშიც” უთამაშია.
საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 51 მატჩში მას 2 ლელო აქვს დადებული.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:17 | 16.10.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე ჯაბა ! ! !

12:26 | 15.10.2018
beeq.777 (63)

წარმატებები ჯაბა

0.091477