7-კაცა

9:37 | 14.10.2018 | ნანახია 909 - ჯერ

"თბილისის მერიის თასი 2018“. ჯგუფური ეტაპი

„თბილისის მერიის თასზე“, რომელიც 17-წლამდე მორაგბეთა შორის 7-კაცა რაგბში იმართება, ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ჩატარდა და გამოვლინდნენ ის გუნდები, რომლებიც დღეს თასისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

პირველ დღეს „ხვამლი არენაზე“ მისულმა მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა მრავლად იხილა. „ა“ ჯგუფში სამივე თამაში ‘ლელომ’ მოიგო, მეორე ადგილზე შევარდენის აკადემია გავიდა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში ‘კოლხ რაინდებს’ ერთი გარდასახვით აჯობა. მიუხედავად მარცხისა, თასის მეოთხედფინალში ფოთელებიც მოხვდნენ, ხოლო ‘ლოკომოტივი’ მე-9 ადგილისათვის ითამაშებს.

„ბ“ ჯგუფში სამივე თამაში ‘არმაზმა’ მოიგო. მუხიანის აკადემიამ, ‘ხარებმა’ და ‘აკადემიამ’ თითო შეხვედრა მოიგეს და ყველაფერი გატანილ-გაშვებულმა ქულებმა გადაწყვიტა. შედეგად, მუხიანის აკადემია მეორე ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო ‘ხარები’ მეორე საუკეთსო მესამეადგილოსანი გახდა.

„გ“ ჯგუფში სამივე თამაში მოიგო ‘ხვამლმა’, რომელმაც მეტოქეები ისე დაამარცხა, თავად ქულა არ მიუღია. მეორე ადგილი ‘აიამ’ დაიკავა, ‘თბილისი’ და ‘ლეგიონი’ კი, დღეს მე-9 ადგილისთვის ითამაშებენ.

თბილისის მერიის თასი 2018

13 ოქტომბერი. ჯგუფური ეტაპი

ა ჯგუფი

ლელო - შევარდენის აკადემია 24:5

ლოკომოტივი - კოლხი რაინდები 5:10

ლელო - კოლხი რაინდები 19:7

ლოკომოტივი - შევარდენის აკადემია 12:33

ლელო - ლოკომოტივი 33:0

შევარდენის აკადემია - კოლხი რაინდები 19:17

  1. ლელო 3 3 0 0 +64 6
  2. შევარდენის აკ. 3 2 0 1 +4 4
  3. კოლხი რაინდები 3 1 0 2 -9 2
  4. ლოკომოტივი 3 0 0 3 -59 0

ბ ჯგუფი

აკადემია - მუხიანის აკადემია 22:36

ხარები - არმაზი 5:24

აკადემია - არმაზი 0:19

ხარები - მუხიანის აკადემია 19:14

აკადემია - ხარები 14:12

მუხიანის აკადემია - არმაზი 7:22

  1. არმაზი 3 3 0 0 +53 6
  2. მუხიანის აკ. 3 1 0 2 -6 2
  3. ხარები 3 1 0 2 -16 2
  4. აკადემია 3 1 0 2 -31 2

გ ჯგუფი

აია - თბილისი 38:5

ხვამლი - ლეგიონი 64:0

აია - ლეგიონი 47:0

ხვამლი - თბილისი 34:0

თბილისი - ლეგიონი 34:5

აია - ხვამლი 0:31

  1. ხვამლი 3 3 0 0 +129 6
  2. აია 3 2 0 1 +49 4
  3. თბილისი 3 1 0 2 -38 2
  4. ლეგიონი 3 0 0 3 -140 0

14 ოქტომბერი. ფლეი ოფები და ფინალები (11 საათიდან)

თასის მეოთხედფინალები

არმაზი - მუხიანის აკადემია

ლელო - კოლხი რაინდები

აია - შევარდენის აკადემია

ხვამლი - ხარები

მე-9 ადგილის ნახევარფინალები

აკადემია - ლოკომოტივი

თბილისი - ლეგიონი

ფინალები 16 საათიდან

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079651