იტალიის სარაგბო ნაკრებმა, რომელიც საშემოდგომო ტესტებზე ”ბორჯღალოსანთა” ერთ-ერთი მეტოქეა, მოახლოებული მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ “აძური” ქართველ მორაგბეებს 10 ნოემბერს ფლორენციაში დაუხვდება, მანამდე, 3 ნოემბერს, ჩიკაგოში ირლანდიასთან ტესტია დაგეგმილი, 17-ში იტალიელები პადოვაში ავსტრალიელებს უმასპინძლებენ, 24-ში კი, რომში პლანეტის უძლიერეს ნაკრებ ახალ ზელანდიას მიიღებენ.
აპენინელთა თავკაცის ქონორ ო’შის სიაში ტრავმის გამო რამდენიმე მორაგბე არ ფიგურირებს. უპირველეს ყოვლისა, ექვსი ერის გასული სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშის – ფულბექ მატეო მინოცის (“ძებრე”) არყოფნა უნდა აღვნიშნოთ.
მინოცის გარდა, ვერ ითამაშებენ ანჯელო ესპოზიტო, ორნელ ჯეგა, ფედერიკო ძანი (ყველა – “ბენეტონი”), ჯიოვანი ლიკატა, მაქსიმე მბანდა (ორივე – “ძებრე”) და ლეონარდო სარტო (თავისუფალი აგენტი).
იტალიელთა ბანაკში კარგი სიახლეებიცაა: მწყობრში არიან კაპიტანი სერჯიო პარისე და ორი ნატურალიზებული მესამეხაზელი: სამხრეთაფრიკელი იოჰან მეიერი და ახალზელანდიელი ჯიმი ტუივაიტი.
იტალია ნოემბრის ტესტებისთვის
პირველი ხაზი: სიმონე ფერარი, ტიციანო პასკუალი, შერიფ ტრაორე, ლუკა ბიჯი, ნიკოლა კუალიო (ყველა – “ბენეტონი”), ანდრეა ლოვოტი, ოლივიერო ფაბიანი, ჯიოსუე ზილოკი (ყველა – “ძებრე”), ლეონარდო გილარდინი (“ტულუზა”, საფრანგეთი).
მეორე ხაზი: ჯორჯე ბიაჯი (“ძებრე”), დინ ბადი, მარკო ფუსერი, მარკო ლაცარონი, ფედერიკო რუცა, ალესანდრო ძანი (ყველა – “ბენეტონი”).
მესამე ხაზი: სებასტიან ნეგრი, აბრაჰამ სტეინი, ჯიმი ტუივაიტი (ყველა – “ბენეტონი”), იოჰან მეიერი, რენატო ჯამარიოლი (ორივე – “ძებრე”), ჯეიკ პოლედრი (“გლოსტერი”, ინგლისი), სერჯიო პარისე (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი).
სქრამჰავები: გილელმო პალაცანი, მარჩელო ვიოლი (ორივე – “ძებრე”), ტიტო ტებალდი (“ბენეტონი”).
მგეზავები: ტომაზო ალანი, იან მაკკინლი (ორივე – “ბენეტონი”), კარლო კანა (“ძებრე”).
გარემარბები: მატია ბელინი (“ძებრე”), ტომაზო ბენვენუტი, ლუკა სპერანდინო (ორივე – “ბენეტონი”).
შუამარბები: ჯულიო ბისენი, ტომაზო კასტელო (ორივე – “ძებრე”), ლუკა მორისი (“ბენეტონი”), მიკელე კამპანიარო (“ექსეთერი”, ინგლისი).
ფულბექები: ედოარდო პადოვანი (“ძებრე”), ჯეიდენ ჰეივარდი (“ბენეტონი”).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩვენ დანაკლისთან შედარებით არაფერი არაა, აბა ჩვენ რაღა ვთქვათ თითქმის ნახევარი გუნდი რომ გვაკლია. ისე თუ მოგებაა ჯობია ძლიერ იტალიას მოუგო დანაკლისით და ორმაგად დაამტკიცო საკუთარი ძალა და შესაძლებლობები.
იტალიასთან თამაშის ჯაჯგურში და ძალისმიერ რაგბში გადატანას არაფერი არ უნდა, აქ კი იტალიას არანაირი შანსი არააქვს! როგორც არ უნდა შეადარო ჩვენი და მათი შემადგენლობა ან დანაკლისი, ფიზიკაში უპირატესობის ფონზე, დარწმუნებული ვარ ჩვენი უკანახაზელებიც იტყვიან თავის სიტყვას, რაგბი ჩვენი თამაშია!
მინოძი და ზანი სერიოზული დანკლისია იტალიისთვის დანარჩენბს დანაკლისად არც ითვლება
გორგოძეს თუ არ ვცდები ტრამვა აქვს და უქმობს ამჟამად. რომც უნდოდეს ვერ დაგვეხმარება.
გორგოძე ვერ ითამაშებს? ხომ უნდა ეთამაშა ერთი მატჩი?
მაინც უნდა მოვუგოთ
ავტორ,
ამ სქრამჰავები -ს ქართული შესატყვისი რთულია?
იტალიელებსაც სერიოზული დანაკლისი ქონიათ, ზალიან კარგი.
მინოცის გარდა არც არავინ აკლიათ
მინოცის გარდა დანარჩEნი ნაკლებადაა დანაკლისი, თან სერიოზული
ფაქტიურად, უძლიერესი შემადგენლობით დაგვხვდებიან. სიმართლეს ვიტყვი და ცოტა მეშინია ამ თამაშის, თანაც მისი უშუალო მომსწრე ვიქნები. თუმცა, ჩემი მხრიდან ქომაგობას არ დავაკლებ და იმედია, ჩვენი ბიჭებიც თავს შეაკლავენ მეტოქეს რათა დადებითი შედეგი დაიდოს
იმედია ზაფხულის ტესტებიდან გამოტანილია გაკვეთილები