თი ბი სი რაგბის სერიები 2018-ის დაწყებამდე ერთი თვე რჩება. ესაა ტრადიცია, რომელსაც შარშან საქართველოს რაგბის კავშირმა და თი ბი სიმ ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი. წელსაც, მოწინავე სარაგბო ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ნაკრების ნოემბრის ტესტ-მატჩებს სახელობითი სერიის სახე მიენიჭება და მის ფარგლებში ბორჯღალოსნები სამ ტესტს გამართავენ.
გასვლაზე იტალიასთან და ორი საშინაო მატჩი
10 ნოემბერს, სერიის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები იტალიას ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე ეთამაშება;
17 ნოემბერს, თბილისში თიბისი რაგბის სერიების პირელი საშინაო მატჩი გაიმართება, რომელშიც ბორჯღალოსნები სამოას უმასპინძლებენ, ხოლო 2018 წლის თიბისი რაგბის სერიების დამაგვირგვინებელ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ტონგას 24 ნოემბერს შეხვდება.
თი ბი სი ბანკში გამართულ პრეზენტაციაზე მედიას და საზოგადოებას თიბისის მარკეტინგის დირექტორმა ნინო ეგაძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და ბორჯღალოსანთა თავკაცმა მილთონ ჰეიგმა მიმართეს.
ნინო ეგაძე: „დღეს განსაკუთრებული დღეა. თი ბი სი რაგბის სერიების დაწყებამდე ერთი თვე დარჩა და გულშემატკივარმა დღეების ათვლა დაიწყო. თი ბი სისა და რაგბის კავშირის მეგობრობა წლებს ითვლის და შემოდგომის სერიების თი ბი სის ეგიდით ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა.
„იტალიისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრას ყველა მოუთმენლად ელოდება და ჩვენს განსაკუთრებულად ვემზადებით. თი ბი სი იტალიისკენ დაახლოებით 1000 კაციანი დელეგაციით მიემგზავრება, ვიცით, რომ ფლორენციაში კიდევ რამდენიმე ათასი ქართველი იქნება და ვფიქრობ, ის დიდი მუხტი, რომელიც ტრიბუნებზე შეიქმნება, აუცილებლად დაეხმარება ჩვენს გუნდს“.
გოჩა სვანიძე: „თიბისი ბანკი ჩვენი საიმედო პარტნიორია და ეს მეგობრობა წლებია გრძელდება. თი ბი სი რაგბის სერია, რომელიც შარშან დაიწყო, ტრადიციად იქცა. ჩვენ ამ მეგობრობას პასუხი გამარჯვებებით უნდა გავცეთ. საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრას არა მხოლოდ საქართველოში, მთელს მსოფლიოში ელიან. გველის ორი საშინაო თამაში საქართველოში. ადგილი ჯერ დაზუსტებული არაა და არაა გამორიცხული, რომ გეოგრაფია გავზარდოთ. ნოემბრის სერიას მობილიზებული ვხვდებით და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება“.
მილთონ ჰეიგი: „თიბისი სერია მნიშვნელოვანია როგორც სპორტული, ასევე ჩვენი ურთიერთობის გაგრძელების კუთხით. მთელი ნაკრების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თიბისის, როგორც მეგობარს და პარტნიორს. წინ გველის მატჩი იტალიასთან და ორი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სახლში. ზაფხულის ტესტებზე კარგად ვერ გამოვიყურებოდით და მნიშვნელოვანია, მომავალი თამაშები შინ, სამოასთან და ტონგასთან მაღალ დონეზე ჩავატაროთ“.
ინფორმაცია 2018 წლის თიბისი რაგბის სერიების საშინაო მატჩების სტადიონების და ბილეთების შესახებ დამატებით, მალე გამოქვეყნდება!
მეტოქეების შესახებ
იტალიასთან მეოთხედ
იტალიას ისტორიაში მეოთხედ, 15-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ სტუმრად შევხვდებით. პირველად ამ მეტოქეს 1998 წელს ლაკვილაში, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩში შევხვდით და მასპინძლებმა 31:14 იმარჯვეს. 2000 წელს, ექვსი ერის ზღვარზე მყოფმა იტალიამ ლივორნოში მიგვიღო და 51:7 იმარჯვა.
„აძურას“ ბოლოს 2003 წელს ვეთამაშეთ. მაშინ გუნდები მსოფლიო თასისთვის ემზადებოდნენ და ასტიში მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა, შეხვედრა კი იტალიის ნაკრების 9-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 31:22.
მომავალი შეხვედრა 10 ნოემბერს ფლორენციაში, საფეხბურთო კლუბ ‘ფიორენტინას’ სტადიონზე, ‘არტემიო ფრანკიზე’ გაიმართება, რომელიც 1931 წელს აშენდა, 1990 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და 43 147 მაყურებელს იტევს.
‘არტემიო ფრანკიმ’ საერთაშორისო სარაგბო მატჩს ორჯერ უმასპინძლა და იტალიელთა ისტორიული გამარჯვების მოწმეა: „აძურამ“ 2010 წლის 20 ნოემბერს ფლორენციაში ავსტრალია მიიღო და 14:32 დამარცხდა, ხოლო 2016 წელს 19 ნოემბერს სამხრეთ აფრიკას უმასპინძლა და ამ გუნდთან არსებობის ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმა - 20:18.
მოცემული მომენტისთვის საქართველო და იტალია მსოფლიო რეიტინგში მეზობლად არიან. ბორჯღალოსნები 73,13 ქულით მე-13 საფეხურს იკავებს, ხოლო იტალია 72,56 ქულით მას კვალში უდგას.
მეხუთედ სამოასთან
იტალიიდან შინ მობრუნებული ბორჯღალოსნები 17 და 24 ნოემბერს თბილისში ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. 17 ნოემბერს საქართველოს სამოა მესამედ ეწვევა და ჩვენს გუნდთან მეხუთე მატჩს გამართავს.
კუნძულელებთან პირველი ნაცნობობა 2003 წელს, ავსტრალიაში გამართულ მსოფლიო თასზე შედგა. ბორჯღალოსნები სარაგბო ელიტაში პირველ ნაბიჯებს დგამდნენ და ძლიერ მეტოქესთან ვერაფერს გახდნენ - 9:46.
განვითარების ეტაპების გავლის შემდეგ, უკვე მოძლიერებულმა ბორჯღალოსნებმა მეორე დონის ქვეყნის ნაკრებებთან ტესტ-მატჩების გამართვის უფლება მოიპოვეს და პირველი შეხვედრიდან 10 წლის თავზე, 2013 წლის ნოემბერში საქართველოს სამოა პირველად ეწვია. გიორგობა დღეს (23 ნოემბერს), ჩვენმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა და იმ მომენტისთვის რეიტინგში მე-8 ადგილზე გამაგრებული სამოა 16:15 დაამარცხა.
საქართველო სამოას საპასუხო ვიზიტით 2016 წელს ეწვია, აპიაში მეტოქეს არაფერი დაუთმო და შეხვედრა ფრედ, 19:19 დაასრულა.
იმავე წლის ნოემბერში სამოელებს მეორედ ვუმასპინძლეთ თბილისში. თამაში ამჯერადაც ‘მიხეილ მესხზე’ გაიმართა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება კვლავ ქართველებს დარჩათ - 20:16.
ამრიგად, სამოასთან, რომელიც დღეისათვის მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებს (68,28 ქულა), ჩვენს გუნდს დადებითი ბალანსი აქვს - 2 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი.
მეშვიდედ ტონგასთან
სამოას კვალდაკვალ 24 ნოემბერს კიდევ ერთ კუნძულელს, ტონგას ვეთამაშებით, რომელთანაც განვლილ წლებში უკვე 6 ტესტ-მატჩი მოგვიგროვდა.
მათთან პირველად გასული საუკუნის მიწურულს, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე გადავიკვეთეთ. 1999 წლის მარტში ტონგას პირველად და უკანასკნელად ვეთამაშეთ მათ მშობლიურ ნუკუ’ჰალოფაში და მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 37:6. სამი კვირის თავზე კუნძულელები თბილისში საპასუხოდ გვეწვივნენ და მომწიფების გზაზე შემდგარმა ბორჯღალოსნებმა რევანში აიღეს, ოღონდ მეტოქეს მინიმალურად სძლიეს (28:27) და ორი მატჩის ჯამში 1999 წლის მსოფლიო თასზე ტონგა გავიდა.
2014 წლის ნოემბერში ტონგა მეორედ ეწვია თბილისს და ტესტ-მატჩში 23:9 იმარჯვა, თუმცა ერთი წლის თავზე, 2015 წლის მსოფლიო თასზე, გლოსთერში „სულ სხვა“ ბორჯღალოსნების პირისპირ აღმოჩნდნენ და საქართველოს ნაკრებმა 17:10 მოგებით ისტორიულ შედეგს (მსოფლიო თასზე ორი მოგება) ჩაუყარა საფუძველი.
მას შემდეგ საქართველომ მეტოქე კიდევ ორჯერ დაამარცხა და ორივეჯერ ნეიტრალურ მოედანზე, ტონგას მეზობელი ფიჯის ქალაქ სუვაში. 2016 წლის წყნარი ოკეანის წარმატებული ტურნეს ფარგლებში, მილთონ ჰეიგის შეგირდებმა მეტოქეს 23:20 სძლიეს, ხოლო ამა წლის ივნისში, უკვე წყნარი ოკეანის თასის ფარგლებში ბორჯღალოსნებმა ტონგას 16:15 სძლიეს და ამ მეტოქესთან დადებითი ბალანსი გაიმყარეს - 4 მოგება და 2 მარცხი.
მიუხედავად ამისა, 2018 წლის ნოემბრის ტესტებს ტონგა მსოფლიო რეიტინგში უკეთესი პოზიციით ხვდება - ის 73,84 ქულით მე-12 ადგილზეა.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იტალიამ უკვე დაასახელა გაფართოებული სია იმ მოთამაშეების რომლებივ მიიღებენ მონაწილეობას ნოემბრის ტესტებში, და ჩვენ კიდე ამდენი წამყვანი მოთამაშე გვაკლია: კოლელიშვილი მიქაუტაძე ასეიშვილი კაჭი, ბუკა ითამაშებს თუ არა არ ვიცით, ასევე ნემსაძე არის კიდე ტრავმირებული თუ არ ვცდები, კარგი ის არის რომ 8 ნომერზე დაგვიბრუნდა გორგაძე, ფორმაში შევიდა დუდუ, გვეყოლება ჩილაჩავა, ჟვანია, ნარიაშვილი, დიდი იმედი მაქ კაკოვინი იქნება გამოძახებული, აშკარად ვერ არიან ფორმაში წინა წლებთან შედარებით კოშაძე და სიჭინავა, ერთია რომ ფორმაში არ არიან და მეორე ესეთ რთულ მეტოქესთან ძალიან გაუჭირდებათ, ბევრი პრობლემაა მაგრამ დიდი იმედი მაქ მალე შეიკრიბება ნაკრები და იბრძოლებენ, მეორე ხაზზში აუცილებლად დაგვჭირდება ჭეიშვილი და მეორე ვინ დადგება 5–6 არ ვიცი, 8 ზე გორგაძე უპირობოდ, 12–13–14 აი აქ ვის დააყენებენ არ ვიცი, მჭედლიძე კვესელაძე და უკეთეს შემთხვევაში შარიქაძე? მჭედლიძე მალაღურაძე მჭედლიძე შარიქაძე, ეს იქნება მგონი იდეალური, 11–15 თოდუა მათიაშვილი გაიყოფენ 11 თოდუა 15 მათიაშვილი, მგონი ოპტიმალური ეს იქნება, 9 ზე ლოჟანიძე, ბეგო და აფრასიძე,
გული სული, ყველაფერი უნდა ჩადონ ამ თამაშში. საბაბი არ უნდა მივცეთ
გაორებული გრძნობა მაქვს ამჟამად - ერთი მხრივ, მიხარია რომ ფლორენციაში ვიქნები და სტადიონზე ვუქომაგებ ჩვენს ლომკაცებს (ბევრ ქართველთან ერთად), ხოლო მეორე მხრივ, ცოტა მეშინია რომ ამ მოჭარბებული პრობლემების ფონზე "მწარე ალიყური" არ გვაგემონ.
და მაინც, მე მჯერა ჩვენი ბიჭების! მე მჯერა ჩვენი სარაგბო გუნდის! წინ, საქართველო!
მეგობარო,მეც მსურს წასვლა და ძმურად თუ იცი ქართველები სად იჯდებიან ტრიბუნაზე მომწერე რა.არ მინდა იტალიელებთან მოვხვდე.ტურით მიდიხარ თუ შენით?
სხვანაირად არ გამიგო და, მხოლოდ ახლა თუ დაიწყე სამზადისი, საკმაო თანხები დაგიჯდება. ჯერ ერთი, თვითმფრინავის ბილეთები ძაან გაძვირებულია (ამიტომ გირჩევ მინიმუმ 2-3 დღით ადრე ჩასვლას რომის რეისით და მერე მატარებლით ფლორენციაში ჩასვლას). მეორეც, მატჩის ბილეთებიც საკმაოდ ცოტაა დარჩენილი და თუ დროზე არ იყიდე, გადამყიდველებთან 10-მაგის გადახდა მოგიწევს
მე პირადად ჩემი ხარჯით მივდივარ, ჩემს გოგონასთან ერთად. ბილეთიც ჩემით ვიყიდე, უბრალოდ რაგბის კავშირმა დამაკვალიანა. აგერ არის ლინკის მისამართი:
0?'>https://www.listicket.com/ticketing/acquisto/acquistoStep1/1/42159/ITALIA-VS-GEORGIA-Cattolica-Test-Match-2018#mapViewer':'>https://www.listicket.com/ticketing/acquisto/acquistoStep1/1/42159/ITALIA-VS-GEORGIA-Cattolica-Test-Match-2018#mapViewer'))
ITALIA VS GEORGIA - Cattolica Test Match 2018
www.listicket.com
ეს ბმული პირდაპირ გადაგიყვანთ სტადიონის რუკაზე, სადაც თავად შეგიძლიათ სასურველი ადგილების შერჩევა. ქართველები კონცენტრირებულად ისხდებიან შემდეგ სექტორებში:
PLB (გადახურული ტრიბუნა/სტანდარტული ბილეთის ფასი: 45 ევრო, თუმცა მგონი აღარ არის ბილეთები); MAE და MAD (გადაუხურავი, სტანდარტული ბილეთის ფასი: 30 ევრო, ცოტაა დარჩენილი და უნდა იჩქარო).
ვწერ „სტანდარტულს“, იმიტომ რომ არსებობს Azzuro XV კლუბის წევრების და საბავშვო ბილეთებიც, რომლებიც უფრო იაფია მაგრამ ჩვენ არ გვეხება. ბილეთი შეგიძლია ამობეჭდო. არჩევისას, მიუთითეთ stripslashes((strlen('Print')>0?'Print@Home':'Print@Home')).
წარმატებები შენც და ჩვენს ნაკრებსაც!
საუკეთესო სურვილებით,
ვიცი კი მარა,უფრო ადრე ვერ მოვახერხე.ერთი 1000 ლარამდე მეტი მიჯდება ვიდრე ვთქვათ აგვისტოში რომ დამეჯავშნა.აქ იტალიურის გარდა სხვა ენა არ აქვთ? რა გავუგო რას მთხოვს
"გუგლ ქრომით" გახსენი და ავტომატურად შეგეკითხება (გამოგიგდებს ფანჯარას), ვთარგმნო თუ არაო და თანხმობა მიეცი. ამის მერე უკვე ინგლისურად გაჩვენებს
მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, იტალიას რუმინეთი და კანადა ეთამაშებოდნენ თანაბარ დონეზე, სულ ცოტა ხნის წინ, არც ერთზე ნაკლები გუნდი არაა საქართველო, რაგბი ჩვენი თამაშია!
ხალხო რთული სიტუაციია იმდენად, რამდენადაც მართალია, შეიძლება ტრავმირებული მოთამაშეები სხვებით ჩავანაცვლოთ, თუმცა შეუთამაშებლობის პრობლემა იჩენს ყველაზე მეტად თავს. პირველ ხაზში, დუდი კი არის ფორმაში, მაგრამ ნაკრებში საუკუნეა არ უთამაშია, დიდ ხანს არ უთამაშია აგრეთვე ნარიაშვილს, თუ გოგიჩაშვილი გამოიძახა მას საერთოდ დებიუტი ექნება, სამ ნომერზე ვინ იქნება კიდევ არ ვიცი, ფეიქრიშვილი თუ არის ფორმაში, მასაც დიდი ხანია ნაკრებში არ უთამაშია. ისედაც ტრადიციულად გვიჭირს მეორე ხაზში და მიქაუტაძეც არ გვეყოლება. მესამე ხაზში არ იქნება გამოცდილი კოლელიშვილი. თხილაიშვილს, გორგაძეს (მითუმეტეს)აგრეთვე დიდი ხნის უქმობა გამოუვიდათ ნაკრებში. კარგია გიორგაძე რომ გვეყოლება. რაც ეხება ცხრა ნომერს, არ ვიცი ლობჟანიძე როგორ უნდა იყოს ფორმაში, როდესაც სათამაშო გამოცდილება აკლია, იგივე შეიძლება ითქვას აფრასიძეზე. კაჭარავა არ გვეყლოლება, ხოლო შარიქაძე, ვერ გეტყვით რამდენად შეძლებს თამაშს, თუ საერთოდ გამოჯანმრთელდა მაგ დროისთვის. მჭედლიძე სავარაუდოდ ამჟამადაც არ იქნება, იმიტომ, რომ აჟენის შემადგენლობაში არც ის ჩნდება ხოლმე. ასე რომ პრობლემა გვექნება გარემარბების კუთხითაც. ერთი თოდუა კარგია რომ გვეყოლება. რაც ეხება სიჭნავას თამაშს, მე პირადად არ ვარ აღფრთოვანებული მისი გამოსვლებით. იმედია მათიაშვილი მაინც არის ფორმაში,რომ ფულბეკზე არ შეგვექმნას პრობლემები. საერთო ჯამში, მე პირადად ვერ ვიტყოდი, რომ სახარბიელო სიტუაციაა ნაკრების ირგვლივ. სხვა დანარჩენს მოსამზადებელი პერიოდი ცხადყოფს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ხნით ადრე შეძლებენ მწვრთნელები გუნდის შეკრებას და მეც ვფიქრობ, რომ აუცილებელია იტალიასთან დაპირისპირებამდე ერთი საკონტროლო თამაშის გამართვა, ვინაიდან ცოტათი მაინც შევძლოთ რაღაც-რაღაცეების გამოსწორება. პირველი თამაშის პრობლემა სულ რომ გვაქვს ეს კარგად იცის კავშირმაც და სამწვრთნელო შტაბმაც, ამიტომ ან თავიდანვე ყველაფერი უნდა ეღონათ, რომ ეს მნიშვნელოვანი დაპირისპირება მაინც და მაინც პირველი არ ყოფილიყო ამ ტესტებზე და თუ ვერაფერს გახდებოდნენ, დროულად ეზრუნათ საკონტროლო თამაში გამართვისთვის, როგორც ეს მოხდა მაისის ბოლოს ფრანგ ბარბაროსებთან
დინამოს და გეოგოლს ვეთანხმები გამოთმულ მოსაზრებებში.
კრასნის პათოსს ვიზიარებ. ეგ კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ იტალიასთან წაგების შემთხვევაში მისი მნიშვნელობის მაქსიმალურად დაკნინებას და მიჩუმათებას ეცდება ფედერაცია.
გუცი888 ვეთანხმები, რომ არანაირი კატასტროფა არ ხდება, პირიქით ბევრი მოთამაშე კარგ ფორმაშია. თუ რაიმეს უკანალი გვაქვს უნდა დავამტკიცოთ აქ და ახლა!!!! წინააღმდეგ შემთხვევაში "წერეთ და იკითხეთ წერილები"
პირველ ნომერზეც ისე ვითარდება მოვლენები ცოტა ხანში მიშასაც მოუწევს კონკურენციაში ჩაბმა ასე მგონია გოგიჩაშვილი რასინგში და ჟვანიაც იგივეს აკეთებს ინგლისში. სიმბოლურშიც იყო ერთი თუ ორი ტურის წინ. მათიაშვილი აღარ ჩანს ეს ბოლო ტურებია და საერთოდ უკანა ხაზი როგორ გაართმევს თავს ეს არის მთავარი. მსაჯობის ამბავიც მაფიქრებს კიდევ. არ გაგვიჩალოჩოს ე.წ.რაგბი ევროპამ.
ნოემბრის საერთაშორის ტესტებს არ ატარებს რაგბი ევროპა - მსოფლიო რაგბი ატარებს
Chilachavac iqneba. Levani da dudu msoplioshi sauketeso marjvvena burjebis wyvili! Ai mishas vin eyoleba shemcvleli sainteresoa? Zura zvania? Gogichashvili daprinavs racingshi da kakovinis adgili daikava faqtiurad. Sainteresoa
არც მასე მძიმედ არ არის ჩვენი საქმე. პირველ და მესამე ხაზში პრობლემები არ უნდა გვქონდეს, დაგვიბრუნდა ძირითადი 8 ნომერი ბექა გორგაძე, თან მშვენიერ ფორმაშია, ცუცქირიძე და გიორგაძე ლელოს გერეშე არ ტოვებენ თამაშს საფრანგეთში. დაბრუნდა კოკი თხილაიშვილიც და მშვენივრად ჩაატარა წინა ტური. კარგ ფორმაშია ვასილ ლობჟანიძეც. 3 ნომერზე ჩილაჩავა კი დაგვემტვრა, მაგრამ დუდუ ქუბრიაშვილი ანგრევს ტოპ 14-სა.მეორედ მოხვდა ტურის სიმბოლურში. რამდენადაც ვიცი დაბრუნებას ასწრებს კაპიტანიც, ბუკა შარიქაძე. რეალურად ორი დანაკლისი გვექნება, კოტე მეორე ხაზშში და კაჭარავა ცენტრში, თუმცა კაჭარავას შეცვლას შეძლებს მელიტონი. კვესელაძეც კარგია მაგ პოზიციაზე და მალაღურაძეც. ვნახოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ.
ტესტებზე პირველი მატჩი მუდმივად გვიჭირს და იქნებ მოხერხდეს მანამდე ერთი სავარჯიშო შეხვედრის ჩატარება, თუნდაც საქართველო 15-თან ! ! !
ეს ძალიან სასარგებლო იქნება ორივე ნაკრებისათვის ! ! !
ან თარგმანია ცუდი და ან და რას ნიშნავს, ტომ ზაფხულის ტესტები ჩავაგდთ და სახლში ვეცდებით კარგად გამოვიდეთ?! და იტალიასთან არ ვეცდებით?
თიბისის 1000 კაციანი დელეგაციის იტალიაში წაყვანის ნაცვლად არ ჯობდა ლოკომოტივი დაესპონსორებინა ევროტურნირზე? მაგ 1000 კაციდან დარწმუნებული ვარ 100 ეყვარება რაგბი და 900 ფლორენციის სანახავად ჩავა.
ზალიან ცუდ მდგომარეობაში ვხვდებით იტალიასთან მართლაც ისტორიულ და გადამწყვეტ შეხვედრას @ ამდენი ტრავმირებული თანაც ძირითადი მოთამაშე ალბათ ჯერ არ გვყოლია და ეს თამაში თუ წავაგეთ მერე ნახეთ მაკარონნიკების ტრაბახიც და 6 ერის მამების სამუდამო უარიც ჩვენს მიღებაზე @
ამ დროს ზაფხულში ფიჯი და იაპონია უფრო მნისვნელოვანი იყო მგონია
ადგილი ჯერ დაზუსტებული არაა და არაა გამორიცხული, რომ გეოგრაფია გავზარდოთ
ეს რა ნამიოკია, ანუ თბილისს გარეთ იქნება რომელიმე თამაში?
მე უფრო ის მგონია რომ "მიხეილ მესხი"-ს ნაცვლად "დინამო არენაზე" თამაშების ჩატარებას განიხილავენ. თუმცა, მასშტაბურობის გაზრდას მნიშVნელოვნად განაპირობებს იტალიაში წარმატებით თამაში
მასშტაბურობის გაზრდა - სად ამოიკითXე?
საუბარია გეოგრაფიის შესაძლო ზრდაზე