დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში ცოტა ხნის წინ სტუმრად მყოფმა ირლანდიური ‘ქულმაინის’ ხელმძღვანელობამ, საკუთარი შთაბეჭდილებები ირლანდიურ გამოცემა Independent-ს შთაბეჭდილებები გაუზიარა.
„ეპიკური“ და „დასამახსოვრებელი“ მოგზაურობა, „შესანიშნავი ქვეყანა“, „ადამიანები რაგბით სულში“ - ასეთია ირლანდიელების შეფასებები, რომლებიც ყველა კლუბს კატეგორიულად მოუწოდებენ, რომ ერთხელ მაინც იმოგზაურონ საქართველოში და დაიმუხტნონ მუდმივი ემოციებით.
გთავაზობთ Independent-ის სტატიის თარგმანს, სახელწოდებით - ‘ქულმაინი’ U16 საქართველოში მოგზაურობის ყველა მომენტით ტკბება“:
„‘ქულმაინი’ U16 ეპიკური მოგზაურობიდან დაბრუნდა - ტურნედან საქართველოში, სადაც თამაშობენ რაგბს და გახდა პირველი ევროპის ახალგაზრდული გუნდი, რომელმაც ქვეყნის დასავლეთში, ქუთაისის ‘აიას’ თანამედროვე არენაზე ითამაშა.
‘აიას’ ხელმძღვანელობისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ნიკა აბდალაძის დამსახურებით, რომლის შვილი ამჟამად ‘ლენსთერში’ თამაშობს, ეს მოგზაურობა დიდხანს დარჩება ‘ქულმაინის’ 20 ბიჭის მეხსიერებაში.
18-საათიანი მოგზაურობის შემდეგ, გუნდი სამი მწვრთნელით ქუთაისში გამთენიისას ჩავიდა. მცირე დასვენებისა და საუზმის შემდეგ, გაიმართა პირველი ვარჯიში. შემდეგ ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მღვიმის - პრომეთეს მღვიმის კომპლექსის დასათვალიერებლად გაემგზავრნენ.
საღამოს ქუთაისის ‘აიას’ 16-წლამდელთა გუნდთან ერთობლივი ვარჯიში გაიმართა. ამ ასაკშიც კი, ქართველი მორაგბეების ზომებმა ‘ქულმაინის’ ბიჭები სერიოზულად ჩააფიქრა!
მეორე დღეს ირლანდიელი მორაგბეები რაფტინგისთვის „თეთრ წყალზე“ გაემგზავრნენ, მერე კი მატჩისთვის ემზადებოდნენ, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. პირველი ტაიმი უჩვეულო გამოდგა, უპირატესობის მოპოვებას ვერცერთი გუნდი ახერხებდა. ზედ შესვენების წინ ქუთაისელების უკანა ხაზის ოსტატობამ მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მისცა. ორდღიანმა მომქანცველმა მოგზაურობამ და უძილო ღამეებმა (რაც ყველა კარგი ტურის თანმდევია), ‘ქულმაინის’ მორაგბეებს ხელი დაატყო და მასპინძლებმა უპირატესობა სოლიდური გახადეს.
ამას მოყვა ბარბექიუ, საჩუქრების გაცვლა და ზეიმი გვიან ღამემდე გაგრძელდა.
საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, ემოციური ადამიანებით, რომელთაც რაგბი სულში აქვთ.
რაგბის კლუბი ‘ქულმაინი’ კატეგორიულად მოუწოდებს ყველა კლუბს, რომ ერთხელ მაინც იმოგზაუროს და ითამაშოს საქართველოში, რადგან იქ გასაოცარი მასპინძლობა ელის. ეს გამოცდილება იყო საუკეთესო, რაც აქამდე მიგვიღია“.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ირლანდიელებს რაგბით მარტო ქართველები თუ გააკვირვებენ, რაგბი ჩვენი თამაშია!
მაგარია, ყოჩაღ ქუთათურებო სტუმრების ასეთი შთაბეჭდილებებით გაშვებისთვის!
+1