ბორჯღალოსნები

15:00 | 9.10.2018 | ნანახია 1405 - ჯერ

მსაჯები “ბორჯღალოსნების” ტესტ-მატჩებისთვის

ცნობილი გახდა იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც საშემოდგომო ტესტების დროს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მატჩებს მოემსახურებიან.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” პირველი შეხვედრა 10 ნოემბერს ფლორენციის “სტადიო არტემიო ფრანკიზე” ელით. იტალიასთან შერკინების რეფერი ახალზელანდიელი გლენ ჯეკსონი იქნება, რომელსაც ირლანდიელი ფრენკ მერფი და იაპონელი შუჰეი კუბო დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერის მოვალეობას კი ინგლისელი გრემ ჰიუზი შეასრულებს.
17 და 24 ნოემბერს ქართველი მორაგბეები უკვე შინაურ კედლებში ითამაშებენ. მსოფლიო რაგბის ვერსიით, სამოასთანა და ტონგასთან ტესტები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება, თუმცა, გამორიცხული არაა, რომ სარბიელი შეიცვალოს და თამაშები “დინამო არენაზე” შედგეს.
სამოასთან ინგლისელი კარლ დიქსონი გვიმსაჯებს, ასისტენტებად უელსელი ბენ უაითჰაუზი და შოტლანდიელი სემ გროუვ-უაითი იმუშავებენ, ვიდეო-რეფერი კი ირლანდიელი ბრაიან მაკნისი იქნება.
ფრანგი მსაჯების სიჭარბე იქნება საქართველო-ტონგას მატჩის დროს, რაც მეტწილად სწორედ აღნიშნულ ქვეყანაში მოთამაშე “ბორჯღალოსნებისთვის” ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს.
შეხვედრის მთავარ რეფერი მატიუ რაინალი გახლავთ, მას პიერ ბრუსე და ტომა შარაბა დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერის ფუნქციებს კი შოტლანდიელი ენდრიუ მაკმენემი შეასრულებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:55 | 10.10.2018
გუგა80 (177)

ახალზელანდიელი კიდე ჯანდაბას, მე იაპოშკა და ირლანდიელი მაფიქრებს.

ზოგადად ამ ნოემბერში იტალიის გარდა ვერცერთ თამაშზე ვერ ვფიქრობს.
ასე ვიტყოდი: იტალიასთან თუ მოვიგეთ თბილისის ორივე თამაში რომ წააგონ ერთი საყვედურიც არ დამცდება.
იტალიასთან თუ წააგეს, სამოა-ტონგას სულ, რომ გადაუარონ მაინც დიდ მწუხარებაში დავრჩებით ჩემი სუბიექტური აზრით

16:47 | 09.10.2018
Dato505 (22)

ახალზელანდიელი მსაჯი კარგია იტალიასთან. იმედია ობიექტურად იმსაჯებენ.

0.099967