შიდა რაგბი

22:03 | 5.10.2018 | ნანახია 1085 - ჯერ

დიდი 10 | მეექვსე ტური: "აია" - "ბათუმი"

მეექვსე ტურის მეორე ცენტრალური შეხვედრა 6 ოქტომბერს 16 საათზე, „აია არენაზე“ დაიწყება და ადგილობრივი ‘აია’ ‘ბათუმს’ დაუხვდება.

ქუთაისელებმა სეზონი სამი გამარჯვებით დაიწყეს (‘არმიასთან’ 57:14, ‘არმაზთან’ 31:27 და ‘აკადემიასთან’ 15:10), მაგრამ ბოლო ორი ტურია მოედანს დამარცხებული ტოვებენ - 15:22 22 სექტემბერს ქუთაისში რუსთავის ‘ხარებთან’ და 13:23 ერთი კვირის წინ დიდ დიღომში, ‘ლელო-სარასენსთან’.

მომავალ შეხვედრას ‘აია’ ყველა რგოლში მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხვდება. შეიცვალა ორივე ბურჯი და მოედანზე პეტრე ჯინჭარაძეს და მიხეილ რატიაშვილს ვიხილავთ, მეორე ხაზში თორნიკე ზოიძე ითამაშებს. განახლებულია მესამე ხაზი, სადაც გიორგი ნუცუბიძემ შემკვრელად გადაინაცვლა, ფლანკერები კი გიგა კობახიძე და გელა შალამბერიძე (ერთი კვირის წინ მეორე ხაზში ითამაშა) იქნებიან.

განაცხადში არაა თედო აბჟანდაძე და ‘ბათუმთან’ მგეზავი დავით გობეჯიშვილი იქნება, ცენტრში ირაკლი სიმსივეს ოთარ ძაგნიძე შუწყვილდება, ლაშა ლომიძემ ფულბეკად გადაინაცვლა, ხოლო ფრთაზე ნიკა წივწივაძე დადგება.

‘აიას’ ქუთაისში მძლეველმა ‘ხარებმა’, მანამდე ‘ბათუმიც’ დაამარცხა და ისიც მისსავე მოედანზე - 15:8. ზღვისპირელებმა სხვა ოთხი მატჩიდან ორი ბონუსით მოიგეს (‘აკადემიასთან’ 46:7 და ‘ვეფხვებთან’ 25:0), ‘ლელო-სარასენსს’ თბილისში 26:13 სძლიეს, ხოლო ერთი კვირის წინ გორის ‘ჯიქთან’ პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს და საბოლოოდ 24:20 იმარჯვეს.

მომავალ შეხვედრას ‘ბათუმი’ ცვლილებებით ხვდება. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ბორჯღალოსანი გიორგი (კოკი) თხილაიშვილის დაბრუნებაა, რომელსაც ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა. მეორე ფლანკერად საბა შუბითიძე ბრუნდება, ხოლო შემკვრელად ვანო ფუტკარაძე გადაინაცვლებს. როტაციის პრინციპით, კვაჭად თამაშს ბექა მამრიკიშვილი, ხოლო მეორე ხაზში ამირან მიქაძე იწყებს. ძირითად შემადგენლობაშია 9 ნომერი ვაჟა ხუციშვილი, ხოლო ცენტრში დავით ტრაპაიძეს გიორგი გოგიტიძე შეუწყვილდება.

www.rugby.ge

თეგებიაიაბათუმი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.071928