ბორჯღალოსნები

15:45 | 5.10.2018 | ნანახია 1920 - ჯერ

დავით კაჭარავა: “რეაბილიტაციის პერიოდი 3-4 თვეს გასტანს, გაზაფხულისთვის კი მწყობრში ვიქნები”

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ქართველმა მორაგბე დავით კაჭარავამ ტრავმა მიიღო და მინდორს ხანგრძლივი დროით ჩამოშორდა. “ბორჯღალოსანთა” ერთ-ერთი ლიდერი უკვე საქართველოში იმყოფება და კონსულტაციას საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმებთან გაივლის, თუმცა, უკვე ცხადია, რომ მკერდის გაწყვილი კუნთზე ოპერაციის გაკეთება მოუწევს.
სამშობლოში დაბრუნებამდე, კრასნოიარსკის “ენისეის” ქართველი ლეგიონერი “კრასნი იართან” რუსეთის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრო და თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვებაც იზეიმა, შემდეგ კი, მასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა:
“ცხადია, გული დამწყდა, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში თანაგუნდელებს ვერ დავეხმარე. ფინალისთვის ყველა სპორტსმენი განსაკუთრებით ემზადება და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ.
სამწუხაროდ, პირველ შეხვედრაში ტრავმა მივიღე. ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მხოლოდ წინ ვიყურები. მიხარია, რომ ჩემპიონები გავხდით, ბიჭებთან ერთად ვიზეიმე და ისიც მჯერა, რომ მალე მოვჯობინდები და მინდორზე გასვლას შევძლებ.
ფინალის მე-2 მატჩის მიწურულს მცირედით ვინერვიულე, თუმცა, ეს მოსალოდნელიც იყო. გადამწყვეტ თამაშში ინტრიგა რომ არ ყოფილიყო, საინტერესოც კი არ იქნებოდა. ვფიქრობ, არა მხოლოდ მე, არამედ, ქომაგებიც ძალიან დაძაბულები იყვნენ. ყველას ვულოცავ და მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.
რაც შეეხება ტრავმას, გადაწყვეტილია, რომ ოპერაციას გავიკეთებ. რეაბილიტაციის პერიოდი დაახლოებით 3-4 თვეს წაიღებს, შემდეგ კი გუნდს შევუერთდები და გაზაფულისთვის თამაშსაც შევძლებ”.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:54 | 10.10.2018
პანტელეიმონი (1218)

მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ კაჭი ! ! !

17:02 | 05.10.2018
buratino (480)

ეეჰ, აღარც ვიცი რა ვთქვა მოახლოებული ტესტ-მატჩის შესახებ იტალიასთან, არადა ისე ველოდებოდი მაგ თამაშს რომ...
მაინც მაქვს იმედი რომ ფლორენციაში ტყუილად არ მომიწევს ჩასვლა

0.080864