საერთაშორისო

20:23 | 5.10.2018 | ნანახია 1383 - ჯერ

ბრძოლა მესამე ადგილისთვის

რაგბი ჩემპიონშიპის 2018 წლის გათამაშების დასკვნითი შეხვედრა 7 ოქტომბერს სალტაში შედგება, სადაც მასპინძელი არგენტინა ავსტრალიას დაუხვდება. მატჩი თბილისის დროით 02:40 საათზე დაიწყება, რეფერი კი სამხრეთ აფრიკელი იაკო პეიპერი იქნება.
შეგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილში “პუმებს” 8 ქულით მე-3 ადგილი უკავიათ, “ვოლაბებს” კი აქტივში 5 ქულა აქვთ, ამდენად, ავსტრალიელები აუტსაიდერობისთვის თავის არიდებას მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში შესძლებენ.
მომავალი თამაშის წინ, არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა მარიო ლედესმამ ცვლილებები მხოლოდ უკანა ხაზში განახორციელა. ტრავმამოშუშებული გარემარბი რამირო მოიანო ბაუტისტა დელგუის ჩაანაცვლებს, შუამარბი მატიას ორლანდო კი ბაუტისტა ეზკურას მაგივრად გაირჯება.
არგენტინა: 1. ნაუელ ტეტაზ ჩაპარო, 2. აგუსტინ კრევი (კაპ.), 3. რამირო ერერა, 4. გიდო პეტი, 5. ტომას ლავანინი, 6. პაბლო მატერა, 7. მარკოს კრემერი, 8. ხავიერ დესიო, 9. გონსალო ბერტრანუ, 10. ნიკოლას სანჩესი, 11. რამირო მოიანო, 12. ჯერონიმო დე ლა ფუენტე, 13. მატიას ორლანდო, 14. მატიას მორონი, 15. ემილიანო ბოფელი.
მარქაფა: 16. ხულიან მონტოია, 17. სანტიაგო გარსია ბოტა, 18. სანტიაგო მედრანო, 19. მატიას ალემანო, 20. ხუან ლეგუიზამონი, 21. ტომას კუბელი, 22. სანტიაგო იგლესიასი, 23. სებასტიან კანსელერე.
მგეზავის პოზიციაზე ქერთლი ბილთან დაკავშირებული ექსპერიმენტები დაასრულა ავსტრალიელთა დამრიგებელმა მაიკლ ჩეიკამ. შედეგად, ბილი კვლავაც შუამარბის პოზიციაზე გაირჯება, ათ ნომრად კი ბერნარდ ფოლი მოგვევლინება.
ავსტრალია: 1. სკოტ სიო, 2. ფოლაუ ფაინგა’ა, 3. ტანიელა ტაპუ, 4. აიზეკ როდა, 5. ადამ კოულმენი, 6. ნედ ჰანიგანი, 7. მაიკლ ჰუპერი (კაპ.), 8. დევიდ პოქოქი, 9. უილ გენია, 10. ბერნარდ ფოლი, 11. მარიკა კოროიბეტე, 12. ქერთლი ბილი, 13. რის ჰოჯი, 14. იზრაელ ფოლაუ, 15. დეინ ჰეილეტ-პეტი.
მარქაფა: 16. ტოლუ ლატუ, 17. სეკოპე კეპუ, 18. ალან ალაალატოა, 19. რობ სიმონსი, 20. რორი არნოლდი, 21. ქალებ ტიმუ, 22. ნიკ ფიპსი, 23. მეტ ტუმუა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095444