ქართველი ლეგიონერები

17:10 | 4.10.2018 | ნანახია 2180 - ჯერ

ქართველები რუსეთში გაჩემპიონდნენ
მალაღურაძის 9 ქულამ “კრასნი იარი” ვერ იხსნა

კრასნოიარსკის “ენისეი”, რომლის ღირსებასაც ქართველი მორაგბეები მიხეილ გაჩეჩილაძე და დავით კაჭარავა იცავენ, რუსეთის ჩემპიონი ისტორიაში მეცხრედ გახდა.
“ენისეიმ” კრასნოიარსკული დერბის პირველ შეხვედრაში გიორგი ფრუიძისა და ლაშა მალაღურაძის “კრასნი იარს” 25:16 სძლია, მე-2 თამაში კი 12:14 დათმო, თუმცა, ოქროს მედლების მოსაპოვებლად, ეს, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
დასკვნით მატჩში მონაწილეობა სამმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო (კაჭარავა ტრავმირებულია), მალაღურაძემ კი ლელო და 2 გარდასახვა მიითვალა და 9 ქულას გამორჩა. ვთქვათ ისიც, რომ “კრასნი იარის” მხრიდან მე-2 ლელო რუსეთის ნაკრებში მოთამაშე ვალერი ცნობილაძემ დადო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:35 | 04.10.2018
test (124)

ღმერთმა უკეთესი ჩემპიონატები და ბევრი პრაქტიკა მოგცეთ!!!

0.082438