ბორჯღალოსნები

22:10 | 1.10.2018 | ნანახია 5793 - ჯერ

ქონორ ო’ში საქართველოსთან მატჩს გაღიზიანებული ხვდება: “ეს სრული ნაგავია”
“არავინ ახსენებს, რომ იმ იაპონიას მოვუგეთ, რომელმაც საქართველოს 28:0 სძლია”

იტალიის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ქონორ ო’შიმ საქართველოსთან მოახლოებულ ტესტ-მატჩზე ისაუბრა და რიგ მომენტებში გაღიზიანება ვერ დამალა. აღნიშნული შეხვედრა ნოემბერში ფლორენციაში შედგება და მას რიგითს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
მიზეზი მარტივია: იტალიელებს ექვსი ერის ყველაზე სუსტ გუნდად მოიხსენიებენ და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგანაც 2000 წლის მერე (აპენინელები ხუთ ერს სწორედ მაშინ დაემატნენ) ხის კოვზი ანუ ბოლო ადგილი 13-ჯერ აქვთ აღებული.
ამ ფონზე, საქართველო მე-2 ეშელონის ევროპული ნაკრებების ლიდერად ითვლება და ეს სტატუსი მყარად ჩამოართვა რუმინეთს. აღნიშნულის გათვალისწინებით, “ბორჯღალოსნების” სურვილი, რომ ექვს ერში იტალია ჩაანაცვლონ, სრულიად ლეგიტიმურია, ეს კი, “აძურის” ძალიან არ მოსწონს.
შეგახსენებთ, რომ ივნისის ტესტების დროს იტალიელებმა იაპონიაში თითო მოგება-წაგება მიითვალეს, “ბენეტონი” და “ძებრე” კი პრო 14-ში თავს სულ უფრო უკეთ გრძნობენ. ეს, იტალიელებს იმედს აძლევთ, რომ შემოდგომაც ბარაქიანი ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ ო’შის შეგირდები მომავალ სერიას 3 ნოემბერს გახსნიან, როდესაც ჩიკაგოში ირლანდიას ეთამაშებიან, 10-ში საქართველოს დაუხვდებიან, 17-ში პადოვაში ავსტრალიას უმასპინძლებენ, 24-ში კი რომში ახალ ზელანდიასთან ჯახი ელით.
ცხადია, ამ დროისთვის ირლანდიელი სპეციალისტი სასტარტო შეხვედრაზე გახლავთ კონცენტრირებული, თუმცა, ამასთან აღიარებს, რომ ყველაზე დიდი ინტრიგა საქართველოსთან შერკინებას ახლავს.
“ცხადია, ხალხში ათასგვარი აზრი არსებობს და არავის გადარწმუნებას არ ვაპირებ. სხვადასხვა თემებზე კამათი ჩვეულებრივი რამაა, თუმცა, ფაქტებიც ხომ უნდა მოვიშველიოთ.
ყველამ ვიცით, იაპონიის ნაკრებმა როგორ მოუმატა და მით უფრო, რა რთულია მათთან გასვლაზე თამაში. ამ ფონზე ჩვენ იქ ჩავედით და 2-დან 1 მატჩი მოვიგეთ, თუმცა, არავინ ახსენებს, რომ ამ ამბიდან ერთ კვირაში იაპონელებმა საქართველოს 28:0 სძლიეს.
არის ხალხი, რომელიც მუდმივად გაიძახის, რომ იტალიას მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა არ შეუძლია, რომ სათანადო დონეზე მხოლოდ 60 წუთი ვთამაშობთ და მსგავსი ბლა, ბლა, ბლა... ეს სრული ნაგავია. პირადად ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი, რადგანაც კარგი მორაგბეები გვყავს და შედეგის მიღწევაც შეგვიძლია.
იტალიურ რაგბს მომავალიც კარგი უნდა ჰქონდეს. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა, 18-წლამდელებმა ინგლისს მოუგეს, 20-წლამდელებმა კი მსოფლიო ჩემპიონატი მოწინავე რვეულში დასრულეს. ეს მეტყველებს, რომ იტალიური რაგბი აღმავლობას განიცდის და საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ექვსი ერი უნდა დაგვატოვებინონ, სრული აბსურდია”.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:33 | 06.10.2018
krasni (587)

შეახსენეთ ერთი ამ ბატონს,ახალგაზრდებით რომ მოაქვს თავი, საქართველოს ახალგაზრდებთან როგორი შედეგები აქვთ.

13:38 | 06.10.2018
krasni (587)

შიში აყვირებს და არც უსაფუძვლოდ ეშინია. უნდა მოვუგოთ, ასეთი მნიშვნელობის ტესტი ჯერ არ გვქონია.

11:45 | 05.10.2018
ilarioni (138)

გასაგებია, უშეცდომო არავინაა, თან შიდა ჩმეპიონატში მონაწილე ბიჭები არ არიან განებივრებული საერთაშორისო თამაშების სიუხვით. თუმცა მე მასში მაინც დავინახე პოტენციალი, გარდა ამისა ბუნებრივია ტყუილად არ იყო შერჩეული ამ თამაშისთვის, ვფიქრობ აფრასიძე-ლობჟანიძის სათამაშო პრაქტიკის არ ქონის გათვალისწინებით, იმსახურებს შანსს.

13:07 | 04.10.2018
ilarioni (138)

GiorgiG83 (457) ჩვენ ვინ გვეყოლება ეგეც დაგეწერა ბარემ. სერიოზული საკადრო პრობლემები გვაქვს, ჩემი აზრით. არც ერთ ლეგიონერ უკანახაზელს აქვს სათამაშო პრაქტიკა. ლობჟანიძე, აფრასიძე, მჭედლლიძე, შარიქაძე/კაჭარავა (საერთოდ ტრავმირებულები არიან), შარიქაძემ, რომც მოიშუშოს 19 რიცხვამდე, არაპროფესიონალური მიდგომა იქნებოდა მისი შემადგენლობაში დაყენება. სხვა არ ვიცი როგორ ფიქრობს, მაგრამ მე პირადად მომეწონა კლდიაშვილის თამაში ზაფხულის თასზე და იმედია გამოიძახებს კიდეც მილტონი. მე-2 ხაზში ისევ არ გვეყოლება კოტე. მესამე ხაზში დიდი შესვენების შემდეგ იმედია დააბრუნებს გორგაძეს, რვა ნომრის პოზიციაზე. ბიწაძეს რა ბედი ეწია ხომ არ იცის ვინმემ. თხილაიშვილიც დაშავებულია ხომ? აგრეთვე ველოდები გოგიჩაშვილის გამოძახებას, რომელმაც სასწაული ნახტომი გააკეთა უმოკლეს დროში და აი აგერ უკვე რასინგის ძირითადშია. მაინტერესებს მაგის თამაში ეროვნულში.

15:14 | 09.10.2018
GiorgiG83 (525)

ilarioni
ამ კითხვის ადრესატი სამწვრთნელო შტაბია

ვარაუდით კი - კიბატონო ჩვენი საქმეა:
ამ ეტაპზე
ნარიაშვილი-ჟვანია - ახალგაზრდა ბიჭები არ მგონია, მათ ერთათასზე დაუძახებს, ნარო თუ ფორმაშია შეუცვლიელია და ზურამ ინგლისში მაგრად მოუმატა - ასეიშვილი ტრავმირებულია
ბრეგვაძე-მამუკაშვილი - უახლოესი რეზერვი ჭყოიძე, ბადრი დაიკარგა
დუდუ და ... ჩილაჩავას ტრავმის და ანტონის სრულიგაუჩინარების ფონზე ისევ დუდუს თუ დავუძახებთ უბრალოდ მარქაფა ვინ იქნება ჯერ ვაერ ვფიქრობ
მეორე ხაზში კოტე და ნემსოს ტრავმის ფონზე ფიზიკურად გამეორეხაზლეებული სუთი და ჭიშვილი დარჩა, ნოდარი უთამაშებელია, ბინგოო ვინმე თუ იტყვის კაცი 38 წლისაა
მე-3 ხაზში: ვიტოს ტრავმა აქვს, ბიწაძე უთამაშებელია, ლომიძეც უთამაშებელი დარჩა ნატრავმალ უთამაშებელი კოკი, და 96იანები: ბექა, ოთია და ცუცქირიძე
ღერძი: უთამაშებელი ვასკა, ესპუარი გელა და ბეგო + ქოქოსი, რეზი, თედო - გასაჭირში მალაღურა , ფულბექის პრობელმას თუ გადაწყვეტს (ოღონდ როგორ არ ვიცი) მაშინც მეკოც
ცენტრში: უთამაშებელი ბუკა და თაზო, კაჭი დაიმტვრა, ჰადაჰა დაამატე კვესო და მალაღურა
ფრთებზე: თოდუა, სიჭი, სოსო თუ არ იფულბექა და თაზო თუ ცენტრში არ უხმო
ფულბექად დარჩა მეკო და სოსო, მირიანი უთამაშებელია

ეგაა და ეგ მთელი რესურსი

16:30 | 04.10.2018
temuchin (431)

კლდიაშვილის უამრავი არაზუსტი პასისა და არაგონივრული გადაწყვეტილებების შემდეგ(თუნდაც ის შეცურება რად ღირს) მისი განხილვა ამ ეტაპზე სანაკრებოდ როგორ შეიძლება არ ვიცი.

22:21 | 03.10.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ადრეც ვწერდი და ეხლაც გავიმეორებ - საუკეთესო ვარიანტია (6 ერს თუ არ გააფართოებენ) ევროპის თასის გათამაშება მსოფლიო თასის მსგავსად. ტურნირზე უნდა მონაწილეობდეს 6 ერის ექვსივე გუნდი და რაგბი ევროპიდან ოთხი ან ექვსივე გუნდი. შეიძლება სამი ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიქმნას. თითოეულ ჯგუფში 2 გუნდი 6 ერის წარმომადგენელი იქნება, 2 კიდევ რაგბი ევროპიდან (რეიტინგის მიხედვით). შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი შექმნინ ჯგუფს სადაც გაითამაშებენ 1-4 ადგილებს, შემდეგი 4 გუნდი - 5-8 ადგილებს, ხოლო ყველაზე ცუდი შედეგის მქონე 4 გუნდი კი გათამაშებენ 9-12 ადგილებს. ჯგუფებში ყველა გუნდი შეხვდება ერთმანეთს.

22:12 | 03.10.2018
არჩილ სოხუმელი (484)

6 ერიდან იტალიის ჩანაცვლება მაშინ მოხდებოდა თუ გერმანია ან ესპანეთი მიაღწევდნენ საქართველოს დონეს. დღეისათვის იტალიას არ ჩაანაცვლებენ - ჯერ ერთი რეალურად ევროპის მეექვსე გუნდია და კიდევ ეკონომიკა აქვს მაღალ დონეზე, ეს კი ბილეთებზე ფასების სიძვირეს და სავსე სტადიონებს უზრუნველყოფს რაც ფინანსურად მომგებიანია.
ძაან მაფიქრებს ჩვენი მორაგბეების ტრავმები. თანაც იტალიაში მსაჯიც ჩვენც წინააღმდეგ იმსაჯებს. შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ ეცდებიან იტალიამ დიდი ანგარიშით მოიგოს, რადგანაც არ იყოს შემდეგში საუბარი 6 ერის 7 ერად გადაქცევისა ან იტალიის ჩანაცვლებისა ყოფილი ერთა თასის - რაგბი ევროპის გამარჯვებულთან. მოსალოდნელია პროვოკაციები იტალიელების მხრიდანაც (სამხრეთელებისათვის დამახასიათებელია, იყო პროვოკაციები პორტუგალიელების, ესპანელებისა და ურუგვაიელებისაგან).

15:06 | 09.10.2018
GiorgiG83 (525)

რა გაუტრაკეთ საქმე ამ ჩანაცვლეაბს და რომ დავემატოთ მე-7 ერად ვერა?
ვაა

15:56 | 03.10.2018
GiorgiG83 (525)

ნეტა ვინ ყავს იტალიას ლაზარეთში?

კვაჭად ალბათ ჯირალდინი (ტულუზი - 33წ,) დადგება და ბენეტონელი ბიჯი შეცვლის
ბურჯები: ფერარი (ბენეტონი) ლოვოტი (ძებრე) პასკუქლი და ძანი (ბენეტობი)
მეორე ხაზში ალბათ: ალ.ძანი (ბენეტონი 34 წ) ფუზერი (ბენეტონი) დადგებიან - შეცვლაზე ვითომ ბიაჯი (ძებრე)
მესამე ხაზში:
შემკვრელად სეროჟა უცვლელია, ნეგრი უეჭველი იქნება (ბენეტონი) და ვითომ მათი ამომავალი ვარსკვლავი პალედრი (გლოსტერი?)
ღერძი: ვიოლი და ალანი ან კანა
ცენტრში: ... კამპანიარო (ექსტერი) და არ ვიცი /...
3/4: ბელინი და ბენვენუტი, ფულბექად მინოცი (თუ ტრავმა არ ააქვს) და ჰოვარდი ან კანა/პადოვანიდან უკეთეს ფორმაში მყოფი

გადაულახავი ბარიერი არაა, მარგამ ჩვენ ვართ ცუდ დღეში - ტრავმები,,, უთამაშებლობა,,,

18:52 | 02.10.2018
buratino (480)

გუგა80-ს იმაში ვეთანხმები რომ 10 ნოემბერს არის ქართული რაგბის უახლოესი მომავლისთვის "ჭეშმარიტების წამი", თუმცა არ ვეთანხმები იმაში რომ წაგების შემტხვევაში ყველა უნდა გადადგეს.
მე პირადად დიდი ოპტიმიზმით სავსე არ ვარ ამ ტესტ-მატჩისთვის (იმის მიუხედავად რომ მივდივარ ჩვენი ნაკრების საქომაგოდ იტალიაში), რადგან ძალიან ბევრი წინაპირობა არსებობს არასასურველი შედეგისთვის - წამყვან მოთამაშეთა ტრავმები, უკუსვლის პერიოდი ჩვენებისთვის და პირიქით იტალიელებისთვის, ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩი ჩვენთვის რომელიც მუდამ გვიჭირს და სხვ.
ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც მჯერა ჩვენი ბიჭების - ქართული გენის მჯერა, რომელსაც არაერთხელ "უყივლია", რადგან ის სისხლში გვაქვს. მოკლედ, დაველოდოთ ნოემბერს

20:22 | 02.10.2018
გუგა80 (177)

სვანიძის გადადგომას, მხოლოდ მაგ ერთი თამაშის კონტექსტში არ ვითხოვ, არამედ ივნისის სირცხვილში და ზოგადად ბოლო წლების ეროვნული ნაკრების ვერ განვითარებაში. მაგ თამაშის წაგება ბოლო წვეთი იქნება ფიალაში.

13:00 | 02.10.2018
ilarioni (138)

იტალიის ჩანაცვლება არ მგონია მოხდეს და არც ექვსი ერის გაფართოება მოხდება. ყველაზე რეალურია სხვა ტურნირის მოფიქრება, როგორიცაა ევროპის ჩემპიონატი, რაზეც უკვე მიდის კიდეც საუბრები. გარდა ამისა ჩვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მეტი ტესტი ძლიერ გუნდებთან.

12:28 | 02.10.2018
test (124)

ჯერ ერთი, ვინც იტალიის ჩანაცვლებაზე ლაპარაკობს ცეცხლზე ნავთს ასხავს და თან ჩემი აზრით არასწორია პლეიოფები. რა გამოდის საქართველომ იბრძოლა იომა, რომ მსოფლიო 6 ერის გაფართოებაზე აელაპარაკებინა თუნდაც და ამ სიკეთით პოტენციურად მთელი ერთათასი სარგებლობს? (რუმინელებიდან დაწყებული ბელგიელებით დამთავრებული) თუ ოდესმე გვეღირსა მაგ ტურნირში თამაში, ფლეიოფი კი არ უნდა იყოს, მარტივად 7 ერი უნდა ერქვას და მორჩება არც იტალიელები დაიბოღმებიან და არც ჩვენ. მერე კიდევ იაპონიამ რომ მოგვიგო მაგასაც თავისი მიზეზები აქვს, ჯერ ერთი მთელი სეზონი ჩავაგდეთ, ფორმაში ნაკრები არ იყო და მერე მეორე სან ვულფზი რა დონეზე თამაშობს და ვისთან ეგეც ხომ ფაქტია? ჩვენ კიდევ ამდენი წელია ვუმატებთ და წესიერი ტურნირის მაგივრად იხვის ტოლმა გვიჭირავს ხელში!!! არამგონია 10 ში იტალიას რომ მოვუგოთ ეგრევე 6 ერში მიგვიღონ, მაგის შანსი არაა, მაგრამ რაც უფრო თავდაჯერებულები შეგვხვდებიან მით უფრო მწარედ დავალეწავთ კბილებს ეგ კი იქნება!!

12:13 | 02.10.2018
გუგა80 (177)

პს. ირლანდიის მაგივრად იტალია უნდა ეწეროს ქვემოთ ჩემს პოსტში.

12:13 | 02.10.2018
გუგა80 (177)

ილარიონ, მაგ საკითხზე უკვე დავიღალე "წერა-კითხვით".
4 და 5 თამაშს ახერხებს ზოგი ნაკრები ნოემბერში და ჩვენ 2დან 3ზე რომ გადავედით წლების წინ, რატომღაც აღარ "დაღვინდა" იმდეა რომ ოთხი სამზე მეტია.
თუნდაც რა შენ თქვი, სულ შიდა გუნდს რომ ეთამაშონ ცუდი იქნება?
კონკრეტულ სიტიაციაში, როცა სასწორზე დევს ქართული რაგბის მომავალი, ის რომ ირლანდია ერთი კვირით ადრე იკრიბება და ჩვენზე მეტად მომზადებული იქნება მაგას დიდი ინტელექტი სჭირდება?
მავანი დაიწყებს თავის მართლებას, რომ ჩვენს მოთამაშეებს კლუბები არ უშვებენ და აშ.
როცა რაგბის განვითარებას ეხება საქმე ქვეყნის მასშტაბით ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, მოთამაშემაც, ფედერაციამაც და გულშემატკივარმაც.
სამწუხაროდ ფედერაციისგან საკმარის ძალისხმევას ვერ ვხედავ.
ასევე, ვერ ვხედავ მოთამაშეებისგან, როცა კონტრაქტების გაფორმებისას ნაკრების ინტერესებს არ ითვალისწინებენ.
ასევე ვერ ვხედავ გულშემატკივრებისგან, როცა სტადიონები არ ივსება (განსხვავებუთ მთხლებურთის არაფრისმომცემი თამაშებისგან. შენა და ანდორასთან ბილეთები წინასწარ შეიძინეთ მერე გადამიყიდველებისგან რომ არ. მოგიწიოთ ყიდვა 2მაგ ფასად). ასევე ყველას დანაშაულს ვხედავ იმაში რომ იტალიასთან ამ კონკრეტულ თამაშს არასაკმარისი მნიშვნელობა ენიჭება.

11:28 | 02.10.2018
ilarioni (138)

კარგი იქნება, თუ 3 ნოემებერს, თუნდაც დიდ 10-ში მოღვაწე მორაგბეებით და პლუს ვინც ამ დროისთვის საფრანგეთიდან დაგვემატება, ერთ თამაშს გავახერხებთ, თუნდაც დიდი 10-ის რომელიმე კლუბთან ან დიდი 10-ის ნაკრებთან. თორემ პირველივე თამაში იტალიასთან ძალიან გაგვიჭირდება, მით უმეტეს, რომ იტალია 3-ში ირლანდიას ეთამაშება. და საერთოდ შეხედეთ რა მათ კალენდარს ირლანდია, ავსტრალია, ზელანდია, მაშინ როდესაც რეიტინგში ჩვენზე უკან არიან. ეს რაგბი კი არა მარაზმია. ჩვენ ორ წელიწადში ერთხელაც სამათხოვრო გვაქვს მსგავს გუნდებთან თამაში. და ეს პიშო, რომ არ იყოს, ხომ საერთოდ ეგეც არ გვექნებოდა. მოდი და განვითარდი მერე. სწორ სელექციაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. იმედია მილტონი ამ კუთხით სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

10:25 | 02.10.2018
ogafa (407)

იმედია ათში მოვიგებთ

09:06 | 02.10.2018
გუგა80 (177)

ეჰ.. კიდევ დიდხანს გაგვახსენებენ წლევანდელი ივნისის გარშოკს, რაც სამართლიანია.
ეს მხოლოდ ჩვენთან ავიწყდებათ მეორე დღეს რაღაცეები...

10 ნოემბერს არის ქართული რაგბის უახლოესი მომავლისთვის "ჭეშმარიტების წამი"!
თუ ეგ თამაში წავაგეთ ყველა უნდა გადადგეს მწვრთნელიან-სვანიძიანა.

0.106633