უცხოური

23:51 | 1.10.2018 | ნანახია 1555 - ჯერ

ფინალებს მარსელი უმასპინძლებს

სარაგბო ჩემპიონთა თასისა და “ჩელენჯ ქაფის” 2019-2020 წლების სეზონის გადამწყვეტ მატჩებს საფრანგეთის ქალაქი მარსელი მიიღებს. ორივე შეხვედრა სტადიონ “ველოდრომზე” შედგება, რომელიც 67 ათას მაყურებელს იტევს. საინტერესოა, რომ მარსელში 2010 წელს “ჩელენჯ ქაფის” ფინალი უკვე ჩატარდა და მაშინ უელსურმა “კარდიფ ბლუზმა” ფრანგულ “ტულონს” 28:21 სძლია.
ვენსან გაიარი (EPRC-ის გენერალური დირექტორი): “დიდი ხანია, საფრანგეთი ევროპული რაგბის ერთ-ერთ დასაყრდენად ითვლება, თუმცა, ჩემპიონთა თასის ფინალის მიღება მაინც ახალი გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ის ქომაგები, რომლებიც მარსელის ლაჟვარდოვან სანაპიროს ეწვევიან, ევროთასის 25 წლის იუბილესაც ღირსეულად აღნიშნავენ”.
ვთქვათ ისიც, რომ 2020 წელს “ჩელენჯ ქაფის” ფინალი 22 მაისს ჩატარდება, ჩემპიონთა თასის გადამწყვეტი შეხვედრა კი 23 მაისსაა დაგეგმილი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081759