საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუსული “ენისეის” შუამარბმა დავით კაჭარავამ ტრავმა მიიღო და “ბორჯღალოსნებს” ნოემბრის ტესტ-მატჩების დროს ვერ დაეხმარება.
33 წლის კაჭარავა რუსეთის 2018 წლის ჩემპიონატის ფინალის პირველ შეხვედრაში დაშავსდა. დავითმა მკერდის კუნთი გაიწყვიტა და წინასწარი გათვლებით, მინდორს დაახლოებით 2 თვით ჩამოშორდა.
რუსული კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ქართველ ლეგიონერს საქმეში “ჩელენჯ ქაფის” მესამე-მეოთხე ტურში (8-15 დეკემბერი) თუ ვიხილავთ, როდესაც “ენისეი” იტალიურ “ძებრეს” გაეჯიბრება.
ცნობისთვის, ხსენებულ ფინალში დავითის კლუბმა კრასნოიარსკის კიდევ ერთ წარმომადგენელ “კრასნი იარს” 25:16 სძლია. იმ თამაშში კაჭარავას მხარდამხარ მიხეილ გაჩეჩილაძეც ირჯებოდა, მათ პირისპირ კი გიორგი ფრუიძე და ლაშა მალაღურაძე იდგნენ და ამ უკანასკნელმა გარდასახვა-ჯარიმებით 11 ქულა მიითვალა.
რუსეთის ჩემპიონატის ფინალის განმეორებითი შეხვედრა 3 ოქტომბერს შედგება, “ბორჯღალოსნების” საშემოდგომო განრიგი კი, რომელიც უკვე კაჭარავას გარეშე ჩაივლის, ასე გამოიყურება: 10 ნოემბერს – იტალიაში, 17 და 24 ნოემბერს, შინ, სამოასთან და ტონგასთან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაინცდამაინც იტალიასთან არგვეყოლება ძირითადი ცენტრი კაჭარავა-შარიქაძე, პლიუს მეორე ხაზის ყველაზე ძლიერი მოთამაშე ვისაც ვერვცვლით (მიქაუტაძე) და პირველ ხაზში ასეიშვილი-ჩილაჩავა, ძალიან დიდი დანაკლისია ესეთი პრინციპული მატჩის წინ...
ძალიან ძალიან ცუდია ახლა კაჭის ტრავმა, მალე გამოჯანმრთელება კაჭი!