ამბები

11:30 | 15.08.2014 | ნანახია 3217 - ჯერ

Top 14-ს სამი ქართველი იწყებს

 

დღეს საღამოს სტარტს იღებს საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის ახალი გათამაშება და გახსნით შეხვედრაში მონაწილეობას ერთბაშად სამი ქართველი ლეგიონერი მიიღებს.

მოქმედი ჩემპიონი “ტულონისა” “ბაიონის” დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მასში ოთხი ქართველიც მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ტულონელთა ახალწვეულმა, საფრანგეთის ჩემპიონატის მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძემ ბოლო ამხანაგურ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს სტუმრად გასამართ თამაშში ვერ დაეხმარება.

სამაგიეროდ, “ბაიონის” რიგებში ოფიციალური დებიუტი ექნება Top 14-ის ერთ-ერთ საუკეთესო პირველხაზელ გიორგი ჟღენტს, რომელიც გასულ სეზონში “პერპინიანის” ღირსებას იცავდა. სტუმართა განაცხადში არიან ბურჯი ლევან ჩილაჩავა და მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე და ისინი თამაშში მოგვიანებით ჩაერთვებიან.

მთლიანობაში, ელიტარული დივიზიონის 10 კლუბში 15 ქართველი ითამაშებს. “მონპელიეში” დარჩა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, რომლის გუნდიც ტურის ძირითად დღეს, ანუ 16 აგვისტოს, დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტროს” უმასპინძლებს. “კლერმონის” ღირსებას დაიცავენ დავით ზირაქაშვილი და ვიტო კოლელიშვილი. ეროვნული გუნდის პირველხაზელი ამ კლუბში მეათე სეზონს ატარებს, ხოლო კოლელიშვილმა გასულ წელს განათხოვრების წესით მეორე ელიტარული დივიზიონის გამარჯვებულ “ლიონში” გაატარა, ლიგა მოიგო და Pro D2-ის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბეც გახდა, რის შემდეგაც “კლერმონმა” მისი დაბრუნება გადაწყვიტა.

შრომლის გუნდიც “ოიონაქსს” მასპინძლობს. სეზონს “სტად ფრანსეში” იწყებენ დავით ქუბრიაშვილი და ზურაბ ჟვანია. მათი გუნდი სტუმრად “კასტრს” დაუპირსპირდება. კვლავ ორი ქართველი - კარლენ ასიეშვილი და გოდერძი შველიძე ითამაშებენ “ბრივში” და 16 აგვისტოს ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელს” უმასპინძლებენ, რომელმაც Top 14-ის მეორე საგზური პლეი ოფში მიღწეული წარმატებით მოიპოვა. “ბორდოში” რჩება ახალგაზრდა ქართველი ბურჯი ზაზა ნავროზაშვილი, რომელსაც პირველ გუნდში დებიუტი შარშან ჰქონდა. ახალი სეზონის პირველ ტურში ბორდოელები “ლიონს” მასპინძლობენ, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ავსტრალიელი ტიმ ლეინი წვრთნის და მან გუნდს მეორე დივიზიონი დიდი უპირატესობით მოაგებინა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.071314