შიდა რაგბი

0:53 | 29.09.2018 | ნანახია 934 - ჯერ

დიდი 10 | მეხუთე ტური: "არმაზი" - "ვეფხვები"

დიდი 10-ის შაბათის მატჩები უწინდელზე 1 საათით ადრე დაიწყება და პირველ შეხვედრაში მარნეულის ‘არმაზი’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ „შევარდენზე“ 14 საათზე უმასპინძლებს.

‘არმაზმა’ განვლილი ოთხი თამაშიდან ორი მოიგო და ორში მცირედით დამარცხდა. მარნეულელებმა პირველ ტურში ‘ჯიქი’ 38:15 დაამარცხა, ხოლო ერთი კვირის წინ ‘არმიას’ 29:8 მოუგო. ამ თამაშებს შორის ‘არმაზი’ ქუთაისში ‘აიასთან’ 27:31 და ჩემპიონ ‘ლოკომოტივთან’ 15:17 ბოლო წუთებზე დამარცხდა.

წინა ტურში არმიელებთან გამარჯვების შემდეგ, ‘არმაზის’ შერკინების ხაზში მხოლოდ ერთი ცვლილებაა და 5 ნომრად თამაშს იოანე იაშაღაშვილი იწყებს. შეიცვალა ღერძი და 9 ნომრად მიხეილ ალანია ბრუნდება, მგეზავმა რეზი ჯინჭველაშვილმა ფულბეკად გადაინაცვლა, ხოლო 10 ნომერი გივი ცინცაძე იქნება.

‘ვეფხვებმა’ შეძლო თავისი შესაძლებლობების დემონსტრირება, თუნდაც იმ მატჩებში, სადაც ქულა ვერ აიღო. ასე მოხდა პირველ ტურში ‘ლოკომოტივთან’ (22:47) და ერთი კვირის წინ ბათუმში (0:25). მანამდე კახელებმა ‘ლელო-სარასენსთან’ ბონუსი აიღეს (25:28), ხოლო ‘არმია’ 21:17 დაამარცხეს.

მწვრთნელებმა გუნდის ძირითად ბირთვს შორ გზაზე მგზავრობა აარიდეს და დასვენების საშუალება მისცეს, ახლა კი, სასტარტო შემადგენლობაში 14 მორაგბე დააბრუნეს.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080866