რაგბი ჩემპიონშიპის 2018 წლის გათამაშების მე-5 ტური 29 სექტემბერს პორტ ელიზაბეტში გაიხსნება, სადაც “ნელსონ მანდელა ბეი სთედიუმზე” სამხრეთ აფრიკის ნაკრები ავსტრალის დაუხვდება. შეხვედრა თბილისის დროით 19:05 საათზე დაიწყება, რეფერი კი ფრანგი ჟერომ გარსე იქნება.
“ქურციკების” თავკაცმა რასი ერასმუსმა, გასულ ტურში “ოლ ბლექსთან” ნანატრი გამარჯვების მიუხედავად, შემადგელობაში ცვლილებები განახორციელა. მარქაფაში დარჩნენ სტივენ კიტსჰოფი და ელტონ იანტისი, სასტარტო რაზმში კი ტენდაი მტავარირა და ანდრე პოლარდი იქნებიან.
ამჯერად, განაცხადს მიღმა დარჩნენ უორენ უაიტლი, დამიან დე ალენდე და ლაკჰამინო ემი, თავის გამოჩენის შანსი კი სიკჰუმბუზო ნოტშემ, ანდრე ესტერჰოიზენმა და ჩესლინ კოლბემ მიიღეს.
სამხრეთ აფრიკა: 1. ტენდაი მტავარირა, 2. მალკოლმ მარქსი, 3. ფრანს მალერბი, 4. ებენ ეტზებეტი, 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სიია კოლისი (კაპ.), 7. პიტერ-სტეფ დუ ტოი, 8. სიკჰუმბუზო ნოტშე, 9. ფაფ დე კლერკი, 10. ანდრე პოლარდი, 11. აფივე დიანტი, 12. ანდრე ესტერჰოიზენი, 13. ჯესი კრიელი, 14. ჩესლინ კოლბე, 15. უილი ლე რუ.
მარქაფა: 16. ბონგი მბონამი, 17. სტივენ კიტსჰოფი, 18. უილკო ლოუ, 19. ერ-ჯეი სნაიმანი, 20. მარკო ვან სტადენი, 21. ემბროუზ პაპიერი, 22. ელტონ იანტისი, 23. დამიან უილემსი.
“ვოლაბების” დამრიგებელმა მაიკლ ჩეიკამ არგენტინის ნაკრებთან დამარცხების კვალად, რაზმში 3 ცვლილება განახორციელა. თადარიგში გადაინაცვლეს ალან ალაალატოამა და რორი რორი არნოლდმა. მათ ნაცვლად საქმეში ტანიელა ტაპუსა და ადამ კოულმენს ვიხილავთ. ამას გარდა, რაგბს დროებით ჩამოშორებულ ლაკჰან ტუის მაგივრად ნედ ჰანიგანი გაირჯება.
ავსტრალია: 1.სკორ სიო, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ (კაპ.), 3. ტანიელა ტაპუ, 4. ადამ კოულმენი, 5. აიზეკ როდა, 6. ნედ ჰანიგანი, 7. მაიკლ ჰუპერი (კაპ.), 8. დევიდ პოქოქი, 9. უილ გენია, 10. ქერთლი ბილი, 11. მარიკა კოროიბეტე, 12. მეტ ტუმუა, 13. რის ჰოჯი, 14. იზრაელ ფოლაუ, 15. დეინ ჰეილეტ-პეტი.
მარქაფა: 16. ფოლაუ ფაინგა’ა, 17. სეკოპე კეპუ, 18. ალან ალაალატოა, 19. რორი არნოლდი, 20. რობ სიმონსი, 21. ნიკ ფიპსი, 22. ბერნარდ ფოლი, 23. ჯეკ მედოქსი.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სამხრეთ აფრიკა 10 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, ავსტრალია კი 5 ქულით მეოთხეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია