უცხოური

20:27 | 27.09.2018 | ნანახია 887 - ჯერ

მარლერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ცნობილმა ინგლისელმა მორაგბე ჯო მარლერმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და 28 წლის ასაკში სანაკრებო კარიერის შესახებ განცხადება გააკეთა.

“ქვეყნის ღირსების საერთაშორისო ასპარეზზე დაცვა დიდი პატივი და პრივილეგია იყო. ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები გახლდათ, თუმცა, წასვლა ვარჩიეს, რადგანაც ოჯახთან მეტი დროის გატარება მსურს. მინდა, მეუღლესა და შვილებს უფრო ხშირად ვნახულობდე. ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმ ხალხის, ვინც ეროვნულ გუნდში თამაშის შანსი მომცა”, - აღნიშნა მარლერმა.

შეგახსენებთ, რომ ჯოს ინგლისის ნაკრებში 59 მატჩი აქვს ჩატარებული და 2015 წლის მსოფლიო თასზე უთამაშია, 2016 და 2017 წლებში კი ექვსი ერის გათამაშება აქვს მოგებული.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:57 | 28.09.2018
dominici99 (94)

Imdeni qnes, sanam uari ar atqmevines. Ise, mzime xasiatis kaci ki aris, mavram fantastiuri burjia. Dasanania

0.076895