ლეგიონერები

17:23 | 26.09.2018 | ნანახია 1514 - ჯერ

2 ქართველი სიმბოლურში

ქართველი მორაგბეები დავით ქუბრიაშვილი და ზურაბ ჟვანია გასული უქმეების შედეგებით სიმბოლურ ნაკრებებში მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-5 ტურში ქუბრიაშვილის “გრენობლმა” “პერპინიანი” 31:22 დაამარცხა, დუდუ კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე ბექა გიგაშვილმა შეცვალა.
გრენობლელთავის ეს პირველი გამარჯვება იყო და 6 ქულით ბოლოსწინა მე-13 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 29 სექტემბერს, სტუმრად “ლიონთან” ჩაატარებენ.
ინგლისურ პრემიერშიპში მოახერხა თავის გამოჩენა ზურაბ ზვანიამ. მისმა “ვოსპსმა” სტუმრად “სეილ შარქსს” 31:13 სძლია, ქართველი პირველხაზელი კი სასტარტო რაზმში გამოჩნდა და მინდორზე 71 წუთი გაატარა.
“ვოსპს” 4 ტურის თავზე 15 ქულით მე-3 პოზიცია უკავია, შემდეგი მატჩი კი 28 სექტემბერს, ისევ სტუმრად “ნიუკასლ ფალკონსთან” ელის.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078775