შიდა რაგბი

0:50 | 24.09.2018 | ნანახია 1136 - ჯერ

დიდი 10 | ლოკომოტივი 41:6 აკადემია

თბილისის ‘ლოკომოტივმა’ დიდი 10-ის მეოთხე ტურის დასკვნით მატჩში ‘აკადემიას’ 6 ლელო გაუტანა, 41:6 სძლია და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.

საქართველოს ჩემპიონი ერთადერთი გუნდია, რომელმაც ახალი სეზონის სტარტზე ოთხივე თამაში მოიგო. რკინიგზელებმა იცოდნენ, რომ უშუალო კონკურენტი ქუთაისის ‘აია’ დამარცხდა და დაწინაურების შანსი ხელიდან არ გაუშვეს.

ბექა წიკლაურმა ანგარიში ჯარიმით გახსნა. პირველი ტაიმის შუაში ლელო ზურაბ ძნელაძემ გაიტანა, რაზეც დავით მოძღვრიშვილმა ჯარიმით უპასუხა, ზედ შესვენების წინ კი, ლელო გოშა შკინინმა მიითვალა და წიკლაურმა გარდასახა - 15:3.

მეორე ტაიმის მე-8 წუთზე ‘ლოკომოტივის’ მესამე ლელო გიორგი ბეგაძემ გაიტანა, გარდასახვა არაზუსტი იყო და მალევე მოძღვრიშვილმა მეორე ჯარიმით სხვაობა 14 ქულამდე დაიყვანა. ამის შემდეგ მასპინძელთა მესამეხაზელების დრო დადგა, დაჩი კოპაძემ, ირაკლი წივწივაძემ და ფარნავაზ გასვიანმა ლელოები გაიტანეს, წიკლაურმა გარდასახვები და მატჩი 41:6 დასრულდა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074419