ჩემპიონატები

2:00 | 20.09.2018 | ნანახია 2088 - ჯერ

ბასტაროს უხეშობა არ აპატიეს და მკაცრად დასაჯეს (+VIDEO)

საფრანგეთის ნაკრების და "ტულონის" შუამარბი მატიო ბასტარო, საფრანგეთის ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა არასპორტული თამაშისთვის 5-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

"ტულონის"კაპიტანმა ტოპ 14-ის მესამე ტურში, „კასტრთან“ მოგებული (28:27) შეხვედრის 70-ე წუთზე წაქცეულ კრისტოფ სამსონს სახეში იდაყვი გაზრახ ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო.

გუშინ გამართულ სადისციპლინო სხდომაზე ჩათვალეს, რომ საფრანგეთის ნაკრების წევრი უფრო მკაცრ სასჯელს იმსახურებს და შესაბამისად, 5-კვირიანი იძულებითი დასვენება გამოუწერეს.

30 წლის მორაგბე მინდორს 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა თასის მეორე ტურის მატჩში დაუბრუნდება: „ტულონი“ გასვლაზე „ედინბურგს“ ეთამაშება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087213