“კლერმონმა” საფრანგეთის ნაკრების მეორეხაზელს, სებასტიენ ვაამაჰინას კონტრაქტი გაუხანგრძლივა.
განახლებული ხელშეკრულების მიხედვით, 27 წლის მხტომელი “ვულკანების” ღირსებას 2022 წლამდე დაიცავს.
ვაამაჰინა “კლერმონს” 2014 წელს “პერპინიანიდან” შეუერთდა და 90 მატჩში მეტოქეები 8-ჯერ დაალელოვა, ხოლო “ლე ბლეს” კვართი პირველად 2012 წელს მოირგო და მას შემდგომ, 32 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია