შიდა რაგბი

14:03 | 16.09.2018 | ნანახია 844 - ჯერ

დიდი 10 | მესამე ტური: აკადემია - აია

დიდი 10-ის მესამე ტური თბილისში, ‘აკადემიასა’ და ქუთაისის ‘აიას’ მატჩით დასრულდება. შეხვედრა ავჭალის სარაგბო სტადიონზე 17:15 საათზე დაიწყება.

თამაშს გუნდები განსხვავებული პოზიციებით ხვდებიან. ქუთაისელებმა პირველი ორი მატჩი მოიგეს, აკადემიელებმა კი ორივე შეხვედრა დათმეს და ჯერაც უქულოდ არიან.

თბილისელებმა პირველ ტურში ‘ბათუმთან’ ვერაფერი გააწყვეს (7:46), მეორე ტურში კი გორის ‘ჯიქს’ ქულა არ გააკეთებინეს, თუმცა აქაც დამარცხდნენ - 6:21.

წინა მატჩთან შედარებით ‘აკადემიამ’ ორივე ბურჯი შეცვალა და თამაშს ბექა გვარამია და ნოდარ მექერიშვილი იწყებენ. მეორე ხაზის წყვილი უცვლელია, ხოლო მესამე ხაზში ორი ცვლილებაა - ფლანკერი ირაკლი ლუარსაბიშვილი იქნება, შემკვრელი პაატა ზედაშიძე. ორი ცვლილებაა ხაზშიც. ფრთაზე თამაშს საბა ილურიძე იწყებს, ხოლო ცენტრში გიორგი ჭუაძე.

‘აიამ’ პირველ ტურში ‘არმია’ იოლად დაამარცხა (57:14), მეორე ტურში კი ‘არმაზს’ უმასპინძლა და მარცხს ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი გადაურჩა - 31:27.

‘არმაზთან’ მატჩის შემდეგ პირველ ხაზში ადგილი მხოლოდ ჟორჟ სალდაძემ შეინარჩუნა, კვაჭი საბა ერემეიშვილი, ხოლო მარჯვენა ბურჯი მიხეილ რატიაშვილი იქნება. გუნდის კაპიტანმა გელა შალამბერიძემ მეორედან მესამე ხაზში გადაინაცვლა და მის ადგილს არსენ მაჩალაძე დაიკავებს, ხოლო 8 ნომერზე გიგი ლეშკაშელი დადგება. შეიცვალა 9 ნომერი და თამაშს დავით კვირიკაშვილი იწყებს, ფრთაზე 7-კაცადან დაბრუნებულ ოთარ ძაგნიძეს ვიხილავთ, ხოლო ცენტრში ლაშა ლომიძე გამოჩნდება.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07622