ქართული სარაგბო თემი თავზარდაცემულია – უეცრად გამოგვაკლდა საღ-სალამათი წევრი, ალალი და უღალატო მეგობარი, ზნე-კეთილი ადამიანი და მზარდი სპეციალისტი დათო ვართანიანი, ვინაც ჩვენს წიაღში 30 სისხლ-სავსე წელი გაატარა.
დაიბადა 1969
დათო ნაკრებში 1990
მერე მიზეზთა გამო ჰქონდა ხანგრძლივი პაუზა, მაგრამ 28 წლისა კიდევ დაბრუნდა დიდ სპორტში და 8 წელიც ითამაშა - 2000 წელს, სულ პირველ “ერთა თასზე”, ხუთიდან სამ მატჩში ირაგბა, და სანაკრებო კარიერა 9 ბორჯღალით დაასრულა.
თამაშობდა შერკინების მესამე ხაზში. ჯანი, სიმარდე, ბრძოლის ჟინი ბუნებისგან ჰქონდა მომადლებული და ალღოიანი მობურთალიც იყო.
საფრანგეთ-მოვლილმა ბოლო ხანს მწვრთნელობა სცადა და ამ სფეროშიც მიაღწია წარმატებას: მისმა დამოძღვრილმა არმაზმა უმაღლეს ლიგაში პირველად დაიკავა მეოთხე ადგილი (2012-13).
დათომ ჭაბუკთა ნაკრებსაც დაატყო ხელი: ნორჩმა ბორჯღალოსნებმა შარშან, შემოდგომაზე, პორტუგალიაში მოიგეს ევროპის ალაფა, წლეულს, გაზაფხულზე კი, ჰონკონგში, მსოფლიო ალაფაზე, ოთხიდან სამ მატჩში იმარჯვეს.
დავითმა პარასკევს არმაზს უთავკაცა ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში, ორშაბათს ღამით კი გულმა უმტყუნა. 45 წლის ვაჟკაცი ასე უღმერთოდ გამოგვეცალა ხელიდან და უნუგეშოდ დაგვტოვა.
უფალმა გაანათლოს ჩვენი საყვარელი მეგობრის სული
ქართული სარაგბო თემი
პანაშვიდი
ხუთშაბათს და პარასკევს (21 და 22 აგვისტოს)
მისამართი: ვარკეთილი, IV მიკრო რაიონი, III კვარტალი, მე-11 კორპუსი, I სადარბაზო (მისასვლელი ვაზისუბნის მხრიდან)
გასვენება
შაბათს, 23 აგვისტოს 14 საათზე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია