საერთაშორისო

22:20 | 12.09.2018 | ნანახია 1279 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: ჰანსენმა სამხრეთ აფრიკისთვის შემადგენლობა დაასახელა

ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) მეოთხე ტურის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

არგენტინასთან მოგებული (46:22) შეხვედრის შემდგომ, 59 წლის სპეციალისტმა ძირითად შემადგენლობაში ცხრა ცვლილება განახორციელა. სამი შეცვლა შერკინებას შეეხო, ხოლო ექვსი ხაზის მოთამაშეებს.

“ოლ ბლექსი” სამხრეთ აფრიკას ასეთი შემადგენლობით დაუხვდება:

უკანა ხაზი

15. ჯორდი ბარეტი (6 კეპი), 14. ბენ სმიტი (71), 13. ენტონ ლინერტ-ბრაუნი (27), 12. რაიან კროტი (38), 11. რიეკო იოანი (17), 10. ბოდენ ბარეტი (66), 9. აარონ სმიტი (76);

შერკინება

1. კარლ ტუ’ინუკუაფე (6), 2. კოდი ტეილორი (35), 3. ოუენ ფრენკსი (101), 4. სამუელ უაითლოკი (102), 5. სკოტ ბარეტი (22), 6. ლიამ სქუეარი (19), 7. სემ კეინი (57), 8. კირან რიდი (112, კაპიტანი);

მარქაფა

16. ლიამ კოლტმენი (2), 17. ტიმ პერი (2), 18. ოფა ტუუნგაფასი (19), 19. პატრიკ ტუიპულოტუ (16), 20. არდი სავეა (28), 21. ტიჯეი პერენარა (48), 22. სონი ბილ უილიამსი (47), 23. დამიან მაკქენზი (18).

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდია შაბათს ველინგტონში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს უმასპინძლებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076502