7-კაცა

0:10 | 10.09.2018 | ნანახია 2449 - ჯერ

ქართულმა 7-კაცამ “ჩელენჯ ტროფი” დაიმსახურა

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ლოძში გამართულ ევროპის გრან პრის დასკვნითი, მე-4 ეტაპი 3 გამარჯვებით დაასრულა, რისი წყალობითაც მე-9 ადგილის დაკავება შესძლო და მე-3 თანრიგის თასი იგივე “ჩელენჯ ტროფი” დაისაკუთრა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ლეჟავას შეგირდები საწყის მატჩებში საფრანგეთსა (5:7) და შვედეთს (14:19) ვერ გაუმკლავდნენ, შემდეგ კი, გაცილებით მაღალი კლასის თამაში აჩვენეს.
ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ინგლისს 19:17 სძლიეს, ბრძოლა მე-9 პოზიციისთვის განაგრძეს და საწადელს მიაღწიეს კიდეც.
საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფის საწყის მატჩში უელსი 28:5 გაანადგურა, შემდეგ კი იტალიასაც იოლად სძლია – 31:12.
საერთო ჯამში, ქართველმა მოშვიდკაცეებმა 19 ქულა მოაგროვეს და მე-10 საფეხური დაიკავეს, სამმა მოწინავემ (ირლანდია, გერმანია, რუსეთი) მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირში თამაშის უფლება მიიღო, ელიტიდან კი შვედეთი გავარდა, რადგანაც პოლონეთმა ადგილი ეტაპის მასპინძლის რანგში შეინარჩუნა.
საბოლოო მდგომარეობა: 76 ირლანდია, 60 გერმანია, 56 რუსეთი, 54 ინგლისი, 48 პორტუგალია, 46 საფრანგეთი, 30 იტალია, 24 ესპანეთი, 24 უელსი, 19 საქართველო, 11 შვედეთი, 8 პოლონეთი.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:24 | 12.09.2018
BEERTRANCE (1073)

ჯერ მაინც ბევრია სამუშაო.

18:02 | 11.09.2018
პანტელეიმონი (1218)

შესანიშნავია ! ! !

18:31 | 10.09.2018
თორღვა პანკელი (387)

დიდი ხანი ველოდებოდი 7-კაცაში რაღაც წარმატებას და როგორც იქნა მოხერხდა, დარწმუნებული ვარ 7-კაცაში გაცილებით უკეთესად თამაში შეგვიძლია, ეროვნული ნაკრებისთვისაც კარგია, ყოჩაღ ბიჭებს და მადლობა, რაგბი ჩვენი თამაშია!

15:58 | 10.09.2018
ogafa (407)

ყოჩაღ

14:09 | 10.09.2018
beeq.777 (63)

რომარა დისციპლინის პრობლემა შვედეთთან მჯერა უფრო მაღალ შედეგს მივაწევდით. მადლობა ბიჭებს და იმედია მოუმატებენ, ამ გუნდს აქვს პოტენციალი უფრო მაღალი საფეხურისთვის ბრძოლის.

0.254312