ლეგიონერები

23:14 | 8.09.2018 | ნანახია 1680 - ჯერ

ტოპ 14-ში გურამ გოგიჩაშვილის დებიუტი შედგა

“რასინგ 92”-ის ახალგაზრდა ქართველმა ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა ტოპ 14-ში პირველად ითამაშა.

20 წლის მარცხენა ბურჯი, რომელიც ფრანგული კლუბის რიგებში, ოფიციალურ მატჩში პირველად გამოჩნდა, “აჟენთან” მოგებულ მატჩში (59:7) მოედანზე 53-ე წუთზე ვასილ კაკოვინის მაგივრად შემოვიდა.

აკვიტანიელთა რიგებში სრულად ითამაშა თამაზ მჭედლიძემ, ხოლო გიორგი თეთრაშვილი 48-ე წუთზე შეცვალეს.

რამდენიმე დღის წინაც გაუწყეთ და ახლაც შეგახსენებთ, რომ პარიზული კლუბის ძირითადი მარცხენა ბურჯი ედი ბენ აროუსი დაშავდა და მინიმუმ 3 კვირა ვერ ითამაშებს. შესაბამისად, მისი ადგილი ვასილ კაკოვინმა დაიკავა, მარქაფაში კი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების პირველხაზელი გამოჩნდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:33 | 09.09.2018
dominici99 (94)

გურამს წარმატებები და მარცხვენა ბურჯების ასეთ ტრავმიანობაში, კაკოვინი ახლაც თუ არ დააბრუნა საიტალიოდ, არ ყოფილა საშველი

00:02 | 09.09.2018
თორღვა პანკელი (387)

არამგონია ქართველი მორკინალების თამასამ და მოთხოვნილებამ დაიწიოს, ისეთი ოქროს თაობა მოდის(პრინციპში უკვე მოვიდა)ამ ბიჭების სახით, წარმატებები გურამს! კოჭებში ეტყობა მაღალ დონეზე ირაგბებს, რაგბი ჩვენი თამაშია!

0.099011