საერთაშორისო

0:00 | 8.09.2018 | ნანახია 2006 - ჯერ

გერმანიამ მაიკ ფორდი დანიშნა და მსოფლიო თასს დაუმიზნა

გერმანიის ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრა სერიოზულად დაისახა მიზნად და მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ცნობილი ინგლისელი სპეციალისტი მაიკ ფორდი დანიშნა.

“ტულონის” და “ბათის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი გერმანიის ნაკრებში ნოემბრის ბოლომდე იმუშავებს, ხოლო თუ “ბუნდესადლერი” რეპეშაჟს დაძლევს და მსოფლიო თასზე გავა, მაშინ ინგლისის ნაკრების დაცვის ყოფილი მწვრთნელი გერმანიის ნაკრებში 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდე იმუშავებს.

გერმანიის ნაკრები რეპეშაჟში კენიის, კანადის და ჰონგ კონგის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. თამაშები ნოემბერში მარსელში გაიმართება.

ცნობისთვის, ფორდი ბოლოს ამერიკულ “დალას გრიფინსს” წვრთნიდა.

თეგებიმაიკ ფორდი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079608