ავსტრალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დევიდ პოკოკი რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) მესამე ტურის შეხვედრას გამოტოვებს.
30 წლის მესამეხაზელს კისერი აწუხებს და ამის გამო სამხრეთ აფრიკასთან თამაშს ვერ მოახერხებს. მის ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს პიტ სამუ, ხოლო მარქაფაში ნედ ჰანიგანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 4 ერის მესამე ტურის მატჩში ავსტრალიის ნაკრები ბრისბენში სამხრეთ აფრიკას უმასპინძლებს. “ვოლაბებმა” ტურნირის საწყის ორ მატჩში ახალ ზელანდიასთან ამდენივე მარცხი განიცადეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტრამვირებულია ღლეტვის მეფე...