ჩემპიონატები

23:55 | 5.09.2018 | ნანახია 1384 - ჯერ

“რასინგ 92”-ს ბურჯი გამოაკლდა

“რასინგ 92”-ს ძირითადი შემადგენლობის მარცხენა ბურჯი ედი ბენ აროუსი გამოაკლდა.

საფრანგეთის ნაკრების 27 წლის პირველხაზელმა გულ-მკერდის არეში დაზიანება კვირას, “კლერმონთან” წაგებული შეხვედრის პირველ ტაიმში მიიღო და 35-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე ქართველი ბურჯი ვასილ კაკოვინი გამოჩნდა.

როგორც ირკვევა, ბენ აროუსი მინიმუმ სამ კვირას იუქმებს და თუ მას ოპერაციის გაკეთება დასჭირდება, შესაბამისად კიდევ უფრო დიდხანს ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ვასილ კაკოვინის გარდა, “რასინგ 92”-ის ესპუარებში ირიცხება ახალგაზრდა გურამ გოგიჩაშვილი, რომელიც ასევე მარცხენა ბურჯია.

ბენ აროუსზე კი გეტყვით, რომ პარიზული კლუბის ღირსებას 2010 წლიდან იცავს და 171 მატჩში 5 ლელო აქვს გატანილი, ხოლო საფრანგეთის ნაკრების კვართით 20-ჯერ უთამაშია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.34568