ტოპ 14-ის 2017/2018 წლების სეზონის გამარჯვებულმა “კასტრმა” ოთხ მოთამაშეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა.
საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა ახალი ხელშეკრულებები გაუფორმა: ვიქტორ მორუს, ბაპტისტ დელაპორტს, ტომას კომბეზუს და ფლორიან ვიალელეს.
ვიქტორ მორუ 24 წლის მეორეხაზელია, რომელიც “კასტრში” 2021 წლამდე დარჩება, ისევე როგორც 32 წლის შუამარბი ტომას კომბეზუ და 24 წლის შუამარბი ფლორიან ვიალელე, ხოლო ბაპტისტ დელაპორტი, რომელიც 22 წლის მესამეხაზელია, საფრანგეთის ჩემპიონის ღირსებას 2022 წლამდე დაიცავს.
გეტყვით, რომ “კასტრმა” მიმდინარე სეზონიც კარგად დაიწყო და ტოპ 14-ის საწყის ორ ტურში ამდენივე გამარჯვება მოიპოვა: პირველ ტურში გასვლაზე “მონპელიეს” აჯობეს (25:20), რომელსაც გასულ სეზონში ფინალურ მატჩშიც მოუგეს, მეორე ტურში კი შინ “ლიონის” დამარცხება (19:16) მოახერხეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია