ჩემპიონატები

23:00 | 5.09.2018 | ნანახია 1228 - ჯერ

იმოფი და ლე რუ სადისციპლინო კომიტეტში დაიბარეს

ფრანგული “რასინგ 92”-ის ორი მოთამაშე, ფრთა ხუან იმოფი და მესამეხაზელი ბერნარდ ლე რუ, სადისციპლინო კომიტეტის წინაშე წარსდგებიან.

ტოპ 14-ის მეორე ტურში, “კლერმონთან” შინ წაგებული (17:40) შეხვედრის 51-ე წუთზე ზემოხსენებულმა მოთამაშეებმა უესლი ფოფანას წინააღმდეგ უხეშად ითამაშეს და ამის გამო, ლე რუმ ყვითელი ბარათიც მიიღო.

სადისციპლინო კომიტეტი კი აღნიშნულ ეპიზოდს მიუბრუნდა და ორივე მოთამაშე "ეროვნული რაგბის ლიგის" დისციპლინული და რეგლამენტის კომიტეტის წინაშე დაიბარეს, რომლის მოსმენაც 12 სექტემბერს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.068347