საერთაშორისო

22:30 | 5.09.2018 | ნანახია 1666 - ჯერ

ირლანდიამ 2019 წლის ზაფხული დაგეგმა

ირლანდიის ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაგეგმა.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ “სამყურები” მომავალ ზაფხულს ოთხ გასახურებელ ტესტ-მატჩს გამართავენ.

კონორ ოშის შეგირდები 10 აგვისტოს “ავივა სთედიუმზე” იტალიის ნაკრებს უმასპინძლებენ, 24 აგვისტოს კი “თვიქნემ სთედიუმზე” ინგლისს ესტუმრებიან. ირლანდია დასკვნით ორ შეხვედრას უელსის წინააღმდეგ გამართავს: 31 აგვისტოს კარდიფში, “ფრინსიფალითი სთედიუმზე” შეერკინებიან, ხოლო 7 სექტემბერს დუბლინში “ავივა სთედიუმზე” ითამაშებენ.

ცნობისთვის, ირლანდიის ნაკრები მსოფლიო თასზე A ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე მასპინძელი იაპონია, შოტლანდია, სამოა და რუსეთი იქნებიან. “სამყურები” პირველ შეხვედრას 22 სექტემბერს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085566