ინგლისურ პრემიერშიფში პირველივე ტურის შემდგომ სამწვრთნელო ცვლილება მოხდა.
შაბათს “ლესტერ ტაიგერსი” გასვლაზე “ექსეტერ ჩიფსთან” 6:40 განადგურდა, რაც “ვეფხვების” მთავარ მწვრთნელს მეთ ო’კონორს არ აპატიეს და ხელმძღვანელობამ კარისკენ მიუთითა.
“ჩვენ გვჯერა, რომ ეს იყო დროული ცვლილება კლუბისთვის ინტერესისთვის და წინსვლისთვის. მეთს მომავალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ”, - განაცხადა “ვეფხვების” თავჯდომარემ პიტერ ტომმა.
ცნობილია, რომ “ლესტერ ტაიგერსს” დროებით ჯორდან მერფი გაწვრთნის, რომელიც ო’კონორის წასვლამდე, მისი ასისტენტი იყო.
შეგახსენებთ, რომ “ვეფხვებმა” გასულ სეზონში მე-5 ადგილი დაიკავეს და პლეი-ოფში ვერ მოხვდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია