საერთაშორისო

23:30 | 3.09.2018 | ნანახია 1300 - ჯერ

ფოლაუმ შესაძლოა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ითამაშოს

ავსტრალიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა იზრაელ ფოლაუმ, შესაძლოა, რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) მესამე ტურში თამაში მოახერხოს.

29 წლის ფულბექი 18 აგვისტოს “ოლ ბლექსთან” შინ წაგებულ მატჩში დაშავდა და ამის გამო მეორე ტურის გამოტოვება მოუწია. იზრაელს ტერფი აქვს ნატკენი და ვარაუდობდნენ, რომ ერთი თვე ვერ ითამაშებდა, თუმცა აღდგენითმა პროცესმა კარგად ჩაიარა და სამხრეთ აფრიკასთან მოახლოებული შეხვედრის გაფართოებულ განაცხადში მოხვდა. როგორც იწერება, ფოლაუს თამაშის შანსები 50-50-ზეა.

ცნობისთვის, ფოლაუს “ვოლაბების” კვართი 66-ჯერ აქვს მორგებული და 32 ლელო აქვს გატანილი.

ავსტრალიის ნაკრებს 4 ერის საწყის ორ ტურში ახალზელანდიასთან ორი მარცხი აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. “ვოლაბები” სამხრეთ აფრიკას შაბათს ბრიზბენში უმასპინძლებენ. შეხვედრა საქართველოს დროით 14 საათზე დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.073181