ქართველი ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი კარიერას პრო დ2-ში განაგრძობს. ოფიციალურად დადასტურდა, რომ 26 წლის მორაგბე “ანგულემის” ღირსებას დაიცავს.
ხატიაშვილი 2015-2017 წლებში სწორედ პრო დ2-ში თამაშობდა და “ორიაკში” ჩატარებულ არასრულ სამ სეზონში 51 შეხვედრა ჩაატარა, გაზაფხულზე კი იაპონურ “სანვულვზს” მიაშურა და სუპერ რაგბიში 3-ჯერ ითამაშა. “მზის მგლებიდან” წამოსვლის შემდგომ, ის დიდი 10-ის “არმაზში” ჩაირიცხა, თუმცა საფრანგეთში დაბრუნება მალევე მოახერხა და შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონატში თამაში აღარ მოუწია. მას საქართველოს ნაკრების კვართი 4-ჯერ აქვს მორგებული.
შეგახსენებთ, რომ “ანგულემში” კიდევ სამი ქართველი ირიცხება. ძირითადი შემადგენლობის წევრია შალვა სუთიაშვილი, ხოლო გიორგი ნეფარიძე და ზაურ თევდორაშვილი ესპუარები არიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაიხარე ნიკოლოზ ! ! !
წარმატებები ნიკოლოზ!
წარმატებებს გისურვებ ნიკოლოზ!