“სანზარმა” რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) გათამაშების მეორე ტურის სიმბოლური გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თხუთმეტეულში ბუნებრივია, რომ ახალზელანდიელი და არგენტინელი მორაგბეები ჭარბობენ. “ოლ ბლექსიდან”, რომელმაც ოკლენდში ავსტრალია 40:12 დაამარცხა, შვიდი მოთამაშე მოხვდა, ხოლო “პუმებიდან”, რომელმაც მენდოსაში სამხრეთ აფრიკას 32:19 მოუგო, ექვსი მორაგბეა. თითო მოთამაშე არიან წარდგენილნი “ვოლაბებიდან” და “ქურციკებიდან”.
4 ერის მეორე ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:
უკანა ხაზი
15. ჯორდი ბარეტი (ახალი ზელანდია), 14. ბატისტა დელგი (არგენტინა), 13. მატიას მორონი (არგენტინა), 12. ნგანი ლაუმაპე (ახალი ზელანდია), 11. ბენ სმიტი (ახალი ზელანდია), 10. ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია), 9. აარონ სმიტი (ახალი ზელანდია);
შერკინება
1. ჯო მუდი (ახალი ზელანდია), 2. აგუსტინ კრევი (არგენტინა), 3. ხუან ფიგალიო (არგენტინა), 4. ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია), 5. გუიდო პეტი (არგენტინა), 6. სიია კოლისი (სამხრეთ აფრიკა), 7. მარკოს კრემერი (არგენტინა), 8. დევიდ პოკოკი (ავსტრალია).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია