“ბორდოს” ახალწვეული ლექსო ყაულაშვილი სადებიუტო თამაშშივე ტოპ 14-ის გახსნითი ტურის სიმბოლურში მოხვდა, რომელიც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის L'Equipe–ის მიხედვით არის შედგენილი.
ქართველი ბურჯი, რომელსაც დღეს 25 წელი შეუსრულდა, “პოს” წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (41:19) ძირითად შემადგენლობაში იყო და მიუხედავად იმისა, რომ 43-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, იმდენად კარგად ითამაშა, ზემოხსენებულ სიმბოლურში მაინც მოხვდა. ლექსო ათი წუთის გასვლის შემდგომ, მოედანზე აღარ დაბრუნებულა.
შეგახსენებთ, რომ ლექსო “ბორდოს” მიმდინარე ზაფხულს “ლა როშელიდან” შეუერთდა, სადაც 2013 წლიდან თამაშობდა და ამ გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 80 მატჩში 4 ლელოს გატანა მოახერხა.
სრული სიმბოლური იხილეთ ფოტოკოლაჟში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1
კარლენის ტრავმის და ვასკას გამოუძახებლობის ფონზე მგონი დროა ჟვანიას კონკურენტი გაუჩნდეს
ლექსო, როგორც ჩანს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს უმიზნებს და ასე თუ გააგრძელებს მოხვდება კიდეც. წარმატებები ლექსოს
ეს ბიჭი მართლაც მხეცია! მგონი დროა ნაკრების შემადგენლობაშიც რეგულარულად ხვდებოდეს, იმედია ბექაც მალე დაიმკვიდრებს ბორდოში ადგილს, წინ უმძიმესი და ძალიან რთული ჯახები გველის, თითოეული მორაგბის ჯანმრთელობას და ფორმაში ყოფნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, წარმატებები ჩვენს ლომებს, რაგბი ჩვენი თამაშია!