ამბები

12:32 | 24.08.2014 | ნანახია 2418 - ჯერ

“ხარებმა” “არმია” დარქინა, თიბიესმა ქუთაისშიც იომა

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის პირველ სათამაშო დღეს, ორი განსხვავებული თამაში გაიმართა. თუკი ქუთაისში ბრძოლა ბოლო წუთებამდე გაგრძელდა, რუსთავში “ხარებმა” “არმიას” შანსი არ დაუტოვა და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში პრემიალური ქულის მოპოვება მოახერხა.

პირველ ტურში “ლოკომოტივის” თბილისში დამარცხების შემდეგ, “ხარები” შესუსტებულ “არმიასთან” ფავორიტი იყო და ტრიბუნებზეც 1000 მაყურებელი საკუთარი გუნდის წარმატების იმედად შეიკრიბა, მაგრამ ძნელად დასაჯერებელია, მათ ასეთი სხვაობით მოგების იმედი თუნდაც პირველი ტაიმის შემდეგ ჰქონოდათ. დიახ, საწყის 40 წუთში მასპინძლები ფლობდნენ უპირატესობას და ანგარიში ჯარიმით გახსნეს, ტაიმის შუაში კი ლელო გაიტანეს და გარდასახვაც გამოიყენეს. ამას არმიელი ჯინაშვილის სინბინი მოყვა, მასპინძლებმა მეტობით ვერ ისარგებლეს და 37-ე წუთზე ჯარიმაღა გაიტანეს, თამაშის განახლებისას კი ჩხუბი ატყდა და რეფერიმ “ხარებიდან” მღებრიშვილი, ხოლო არმიადან ღვინჯილია გაასინბინა. ჯარიმა სტუმრებს ერგოთ და სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა.

13:3 პირველი ტაიმის შემდეგ დიდი სხვაობა სულაც არაა, მაგრამ მეორე ტაიმში მზადების დაგვიანებით დაწყებამ “არმიას” კვალი დაატყო, მასპინძლებმა მეტოქეს ქულა აღარ ააღებინეს, 5 უპასუხო ლელო გაიტანეს და 44:3 იმარჯვეს, რითაც პრემიალური ქულაც ჩაიწერეს.

დებიუტანტმა “თიბიეს უნივერსიტეტმა” დაამტკიცა, რომ “ლელოსთან” აღებული პრემიალური ქულა შემთხვევითობა არ იყო. მათ ქუთაისში “აიას” დიდი ბრძოლა გაუმართეს, ბოლომდე იბრძოლეს და 23:26 მარცხის შემდეგ, უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ მეორე შეხვედრაში მეორე პრემიალური ქულა აიღეს.

 

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

II ტური

23 აგვისტო

ქუთაისი. “ახალი”. 2000 მაყურებელი

აია (ქუთაისი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) 26:23 (20:9)

აია: 15. ბაბუნაშვილი, 14. კიკვაძე (შაშიაშვილი 70), 13. ფრუიძე, 12. ირემაძე, 11. მანაგაძე (აბრამიძე 62), 10. სინაურიძე (ჯინჭველაშვილი 59), 9. გ. ლოსაბერიძე (თუთბერიძე 46); 1. რატიაშვილი (ასათიანი 67), 2. მატკავა (გ. ტორაძე’უმც 61), 3. გ. ტორაძე’უფრ (ლომსიანიძე 58), 4. გიორგაძე, 5. ჩიტეიშვილი (ჯავახია 43), 6. დანგაძე, 7. შალამბერიძე, 8. ყურაშვილი.

3 ლელო: კიკვაძე, რატიაშვილი, შალამბერიძე

1 გარდასახვა: სინაურიძე

3 ჯარიმა: სინაურიძე

1 სინბინი: მატკავა (48)

თიბიეს უნივერსიტეტი: 15. მჭედლიშვილი, 14. ლაზარიშვილი, 13. კორკელია, 12. მოლოდინაშვილი, 11. ჯოგლიძე (ჯინაშვილი 69), 10. ღამბაშიძე (მერკვილიშვილი 76), 9. ნასრულაევი; 1. გაგნიძე (ორაგველიძე 45), 2. თედორაძე (მარგალიტაძე 71), 3. ხაბაშვილი (ფსუტური 29), 4. მახარაძე (ხიზანიშვილი 66), 5. ნიშნიანიძე, 6. ნიბლაძე, 7. გოგლიძე, 8. არველაძე.

1 ლელო: გოგლიძე

5 ჯარიმა: ჯოგლიძე 4, მჭედლიშვილი

1 არეკნი: მჭედლიშვილი

1 სინბინი: გოგლიძე (23)

რეფერი: თევზაძე

კიდეებზე: გვირჯიშვილი, აბულაშვილი

 

რუსთავი. “ახალი”. 1000 მაყურებელი

ხარები (რუსთავი) - არმია (თბილისი) 44:3 (13:3)

ხარები: 15. თეგეთაშვილი, 14. გ. ბებიაშვილი, 13. ბერძული, 12. ღამბაშიძე (ნათელაშვილი 66), 11. გულიტაშვილი, 10. ბასილაია (ჭაავა 64), 9. ხუციშვილი (ბუჯიაშვილი 80); 1. მაჭარაშვილი (ესართია 60), 2. აღაშვილი (თაგაური 60), 3. წიკლაური (მელიქიძე 72), 4. ხელია, 5. ცხადაძე (ქარუხნიშვილი 66), 6. გოგიაშვილი, 7. ღამბარაშვილი (ქვლივიძე 73), 8. მღებრიშვილი.

6 ლელო: წიკლაური, თეგეთაშვილი, ხელია, მღებრიშვილი (2), მელიქიძე

4 გარდასახვა: ხუციშვილი 3, ჭაავა

2 ჯარიმა: ხუციშვილი

1 სინბინი: მღებრიშვილი (38)

არმია: 15. ჯინაშვილი, 14. ნუცუბიძე, 13. კუპრეიშვილი (ელიზბარაშვილი 51), 12. ი. ჩხიკვაძე, 11. ნოზაძე, 10. ბაირამაშვილი, 9. ღვინჯილია (კიზირია 64); 1. კაკოვინი (ტ. ჩხიკვაძე 52), 2. მეკოკიშვილი (სულუაშვილი 46), 3. გურგენაძე, 4. სურგულაძე, 5. უჩავა (ხმელიძე 29), 6. დარასელია, 7. ჟღენტი, 8. თავართქილაძე.

1 ჯარიმა: ნუცუბიძე

3 სინბინი: ჯინაშვილი (27), ღვინჯილია (38), დარასელია (69)

რეფერი: ამაშუკელი

კიდეებზე: ჩიხლაძე, მასხარაშვილი

 

არმაზი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) (გადაიდო)

 

1.        ხარები                                          2              2            0             0            70-25            9      
2. აია             2 1 0 1 41-41 5
3. ყოჩები        1 1 0 0 27-16 4
4. ლელო სარ.  1 1 0 0 24-19 4
5. ჯიქები         1 1 0 0 18-15 4
6. არმია          2 1 0 1 28-59 4
7. თიბიეს უნივ. 2 0 0 2 42-50 2
8. ლოკომოტივი         1 0 0 1 22-26 1
9. ბათუმი        1 0 0 1 15-25 0
10. არმაზი        1 0 0 1 16-27 0

 

 

24 აგვისტო

ფოთი. მალთაყვა. 17:30 საათი

ბათუმი (ბათუმი) - ლელო სარასენსი (თბილისი)

თბილისი. “შევარდენი”. 20:00 საათი

ჯიქები (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.130512