საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების და “ლელო სარასენსის” მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე კარიერას “ბრივში” განაგრძობს.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა Allrugby.Com ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ახალგაზრდა ქართველმა პირველმახაზელმა “ბრივის” ესპუარებთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ლუკამ განვლილ 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე 4 შეხვედრა ჩაატარა და იაპონიის და შოტლანდიის ნაკრებების დალელოვება მოახერხა.
ჯაფარიძეს "ბრივში" კიდევ ხუთი ქართველი დახვდება: კახა ასიეშვილი, ლუკა გოგინავა, სოსო ბეკოშვილი, ოთარ გიორგაძე და ვასილ ლობჟანიძე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებას გისურვებ ლუკა ! ! !
ერთერთი გამორჩეული იყო ლუკა 20-წლმდელთა მსოფლიო თასზე, დიდი იმედი მაქვს მისი, ღირსეულად უნდა ჩაანაცვლოს ჩვენი სახელოვანი მორკინალები.