საერთაშორისო

21:30 | 24.08.2018 | ნანახია 1185 - ჯერ

რაგბი ჩემპიონშიპი: სამხრეთ აფრიკა არგენტინას ერთი ცვლილებით ესტუმრება

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რასი ერასმუსმა, რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) გათამაშების მეორე ტურის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

"ქურციკების" ძირითად შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა: მეორე ხაზში პიტერ-სტეფ დუ ტოის ფრანკო მოსტერტი შეცვლის. დუ ტოიმ მარქაფაში მარკო ვან სტადენის ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, თადარიგში კიდევ ორი ჩანაცვლება მოხდა - სათადარიგო მარჯვენა ბურჯი ტომას დუ ტოის ნაცვლად, უილკო ლოუ იქნება, ხოლო მეორე ხაზს მარვინ ორიეს მაგივრად, რიჯეი სნიმანი გააძლიერებს.

რასი ერასმუსმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა:

უკანა ხაზი

15. უილიე ლერუ (45 კეპი), 14. მაკაზოლე მაპიმბი (2), 13. ლუქანიო ემი (4), 12. ანდრე ესტერჰუიზენი (3), 11. აფიუი დიანტი (4), 10. ჰანდრე პოლარდი (30), 9. ფაფ დე კლერკი (15);

შერკინება

1. ტენდაი მტავარირა (102), 2. მალკოლმ მარქსი (15), 3. ფრანს მალერბე (20), 4. ებენ ეცებეთი (68), 5. ფრანკო მოსტერტი (21), 6. ფრანსუა ლოუ (58), 7. სიია კოლისი (32, კაპიტანი), 8. უორენ უაითლი (18)

მარქაფა

16. ბონგი მბონამბი (17), 17. სტივენ კიტშოფი (28), 18. უილკო ლოუ (7), 19. რიჯეი სნიმანი (3), 20. პიტერ-სტეფ დუ ტოი (37), 21. ემბროუზი პაპიე (3), 22. ლიონელ მაპოი (13), 23. დამიან უილემსი (1);

შეგახსენებთ, რომ 4 ერის გათამაშების მეორე ტურში არგენტინა მენდოსაში სამხრეთ აფრიკას მიიღებს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება აფრიკელთა გამარჯვებით 34:21 დასრულდა, ხოლო მომავალი შეხვედრა შაბათს საქართველოს დროით 23:10 დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078897